Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"დღეს, ქვეყანაში 'ქართულ ოცნებას' ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!"

თარიღი : 16-09-2021, 13:31 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი ლეღვნის, მარელისის, დიდვაკისა და ჩხერის მოსახლეობას შეხვდა.

"მიხარია, რომ ამ ხეობაში გადაადგილება უკვე ასფალტირებული გზით არის შესაძლებელი. გაკეთებულია გარე განათება, დიდვაკეში აქტიურად მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო მარელისის საჯარო სკოლა, ლეღვანში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, ჩხერი უკვე სარგებლობს ბუნებრივი აირით.

მეამაყება, რომ ამ მასშტაბური პროექტების განხორციელება სწორედ, ,,ქართული ოცნების“, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი და უშუალო მონაწილე ვარ ამ კარგი საქმეების.

გამოწვევები კვლავ რჩება, რაზეც მე და ჩემი გუნდი აქტიურად ვიმუშავებთ. ყველა სოფელში გვაქვს კონკრეტული გეგმა და შემდეგი ოთხი წელი ხარაგაულისათვის იქნება ახალი შესაძლებლობების წლები, რომელსაც გარკვეულწილად იგრძნობს თითოეული ოჯახი.

ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ იქნება შენი სოფლის წარმომადგენელი საკრებულოში, ვის ანდობ ბედს. ჩვენ ამ თემებს, დიდი სიფრთხილით მოვეკიდეთ და მაქსიმალურად შევეცადეთ ღირსეულ კანდიდატებზე შეგვეჩერებინა არჩევანი.

ვფიქრობ, არ შევმცდარვართ და ამას კიდევ ერთხელ მოსახლეობა ორ ოქტომბერს დაადასტურებს. მაჟორიტარ დეპუტატად ლეღვნის ოლქი ირჩევს - ვერა ოდიკაძეს!
ჩხერი- დავით კიკნაძეს! დღეს, ქვეყანაში ,,ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!,"-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.


ნანახია: 291-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი