Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჩვენი გუნდის მხარდაჭერა და განმეორებით ნდობის გამოცხადება ნიშნავს ყველა წამოწყებული ინიციატივის ბოლომდე მიყვანას და ქუთაისის სწრაფ განვითარებას"

თარიღი : 15-09-2021, 16:11 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმოგიდგენთ რუბრიკას-"ჩემი არჩევანი".

რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პროგრამას, მათ ხედვებსა და ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს.

"ჩემი არჩევანი"-ს სტუმარი "ქართული ოცნების" ქუთაისის საკრებულოს წევრობისა და უქიმერიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამირან კოპალეიშვილია.


1. რატომ გადაწყვიტეთ მაჟორიტარობა?

მოგეცეს შესაძლებლობა, იყო ქუთაისის ისტორიული უბნის ხმა ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში, არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში საკუთარ თავთან და იმ ადამიანებთან, რომელთან ერთადაც იზიარებ, ხედავ და პასუხობ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენი ქალაქის წინაშე დგას. აქედან გამომდინარე, ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ჩართული ქალაქის განვითარების პროცესებში და შევძლო ჩემი წვლილის შეტანა.

2. როგორ ფიქრობთ, რა რესურსს ფლობთ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე მოუტანოთ ქალაქს და რა იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?
თვითმმართველობის მთავარ პრინციპს წარმოადგენს მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა იმ პროცესში, რომელიც ქალაქის განვითარებისკენ არის მიმართული. ჩემ სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები ადამიანები, რომლებთანაც ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს, მიადვილებენ პრობლემების გადაჭრის გზების პოვნას, რის საფუძველზეც შევძელით მთელი რიგი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელება.

გამარჯვების შემდგომ მთავარი მიზანი კვლავ იქნება პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის მაჩვენებლის გაზრდა, რომელიც პირდაპირპროპორციულია არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისთვის. ამ მიდგომით ჩვენ შევძლებთ მუნიციპალური სერვისები მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი თანაქალაქელებისთვის.

3. რას თვლით დღეს ქუთაისის მთავარ პრობლემად?

დღეისათვის ისევ პრობლემად რჩება დასაქმება და ახალგაზრდების მიგრაცია, რისთვისაც ვფიქრობ გადადგმულია გარკვეული ტიპის ნაბიჯები. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არის მზარდი პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში დადებს იმ შედეგს, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ქუთაისის რეალობას. ასევე, მნიშვნელოვანია ის სტარტაპ პროექტები და ახალი ტურისტული ლოკაციების მოწყობა, რომელიც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ბიზნესის განვითარებისთვის შექმნილი თავისუფალი გარემო და ტურიზმის სექტორის ყოველწლიური გაუმჯობესებული სტატისტიკური მაჩვენებელი იძლევა იმედს, რომ გაცილებით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

4. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მიერ ან თქვენი ინიციატივით მოსახლეობის და ქალაქის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეებიდან?
ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში ჩემი და ჩემი გუნდის ინიციატივით არაერთი სასიკეთო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ჩვენი უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან საშუალებას გვაძლევს ვიცოდეთ თუ რა სჭირდებათ და რა არის პრიორიტეტი მათთვის. სწორედ მაჟორიტარების ჩართულობით და მათი ინიციატივით იქნა განსაზღვრული ის საჭიროებები, რომელიც მეექვსე მოწვევის საკრებულო მიერ იქნა დამტკიცებული.

5. რას ეტყოდით ოპონენტებს?
არსებული საარჩევნო გარემო დღეს თითოეულ პოლიტიკურ კანდიდატს საშუალებას აძლევს აწარმოოს კონკურენტუნარიანი კამპანია. ყველა ჩვენგანს საშუალება აქვს ამომრჩევლამდე მიიტანოს მისი ხედვები და სამოქმედო გეგმა. მინდა სწორად იქნას გამოყენებული ეს შესაძლებლობა, რომ არჩვენების შედეგი იყოს ლეგიტიმური.

6. რას ეტყოდით ამომრჩევლებს, რატომ უნდა დაგიჭირონ მათ მხარი?

მოქალაქეების მხარდაჭერა და ნდობის გამოცხადება არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც არჩევნების შემდეგ გენიჭება. ჩემმა ამომრჩეველმა უკვე კარგად იცის თუ რატომ უნდა დამიჭირონ მხარი, რადგან მე ვარ მათი მოქმედი მაჟორიტარი და ჩვენ სწორედ ერთად გავაკეთეთ ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მიმართული იყო მათი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისკენ. მათი ჩართულობით და აქტიურობით დღეს უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოწესრიგდა როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები, მოეწყო სპორტული მოედნები და ახალი სკვერები, რომელიც ახალგაზრდებისთვის თავშეყრის საუკეთესო ადგილად იქცა.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა და განმეორებით ნდობის გამოცხადება კი ნიშნავს ყველა წამოწყებული ინიციატივის ბოლომდე მიყვანას და ქუთაისის სწრაფ განვითარებას.


ნანახია: 234-ჯერ

მსგავსი სიახლეები