Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"გადავწყვიტეთ, 2022 წელს ჩვენი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად იმერული ღვინო გამოვაცხადოთ და ამით ხელი შევუწყოთ იმერული ღვინის, როგორც ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაციას"

თარიღი : 14-09-2021, 17:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის ტურიზმის სამსახურმა DMO იმერეთმა „იმერული ღვინის ასოციაცია“ დააფუძნა. ორგანიზაციას, რომლის მთავარი ამოცანა იმერული ღვინის პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა იქნება, ღვინის საერთაშორისო ექსპერტი ქეთევან ჯურხაძე უხელმძღვანელებს.

DMO იმერეთის ოფისში 13 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები იმერელ მეღვინეებთან, რომლებზეც განიხილება „იმერული ღვინის ასოციაციის“ სამომავლო გეგმები. პროცესში აქტიურადაა ჩართული DMO იმერეთის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.

იმერული ღვინის ხარისხის შენარჩუნება და ამაღლება, ასოციაციის წევრების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები, გამოფენებში და კონკურსებში აქტიური ჩართულობა, იმერული ღვინის ფესტივალი და სხვადასხვა სახის ბაზრობები.

ასოციაციის სამომავლო გეგმები ასევე ითვალისწინებს იმერეთში ღვინის ლაბორატორიის გახსნას, ბაღდათის, როგორც ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ტერიტორიის აღიარებას, იმერული ღვინის გზამკვლევის შექმნას, სანერგე მეურნეობის გაშენებას, ეპიდსიტუაციის შესაბამისად სხვადასხვა ქვეყნიდან საერთაშორისო ექსპერტების, ღვინის მაგისტრებისა და სომელიეების მოწვევას.

"ღვინო, როგორც ტურისტული პროდუქტი და ზოგადად ღვინის ტურიზმი უნდა იქცეს ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად იმერეთში, რეგიონის სხვა მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებთან ერთად. ამიტომაც გადავწყვიტეთ, 2022 წელს ჩვენი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად იმერული ღვინო გამოვაცხადოთ და ამით ხელი შევუწყოთ იმერული ღვინის, როგორც ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაციას.

მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინო დაყენების წესიდან გამომდინარე წარმოადგენს არამატერიალურ კულტურულ ძეგლს. თავის მხრივ ქართული ღვინის კლასიფიკაციებში გამოკვეთილია ორი კატეგორიის ღვინო, კახური და იმერული, შესაბამისად მნიშვნელოვანია განვავითაროთ, დავიცვათ და შევინარჩუნოთ ასეთი ძვირფასი საგანძური და მემკვიდრეობა,"-ამბობს DMO იმერეთის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი.


ნანახია: 1123-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფესტივალის მიზანია იმერული ღვინის, საოჯახო მარნების პოპულარიზაცია.
გამოფენაში მუნიციპალიტეტის 19-მა თემმა მიიღო მონაწილეობა და 7 სახის იმერული ღვინო წარმოადგინა.
ფესტივალი, რომელიც ტრადიციულ სახეს ატარებს, მიმდინარე წელს მეოთხედ ტარდება.
ფესტივალი უკვე ტრადიციად იქცა და წელს მეხუთედ გაიმართა.