Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„თუ პურის ფქვილზე სუბსიდირების პროგრამა არ განხორციელდება, ოქტომბრიდან შესაძლოა, პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდოს“

თარიღი : 14-09-2021, 16:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, თუ სახელმწიფო პურის ფქვილზე სუბსიდირების პროგრამას არ განახორციელებს, ოქტომბრიდან შესაძლოა, პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდოს.

როგორც დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ასოციაცია მაქსიმუმს აკეთებს, რათა პურის ფასი სტაბილური იყოს.

„პურის ფქვილზე სუბსიდირების მოხსნის შემდეგ, პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდა. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში პურის ფასი შედარებით დაბალია. პურის ფასი ბევრი კომპონენტისაგან შედგება, მათ შორის ფქვილის, საფუარის, ტრანსპორტირების და მუშახელის ხელფასის ღირებულებისგან.

ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მოსახლეობისთვის ფასი მტკივნეული არ იყოს და ამიტომ ის შედარებით „სტაბილურად დაჭერილია“.

ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენით გაიზრდება პურის ფასი, შეიძლება საერთოდ არ გაიზარდოს, თუმცა მე ვვარაუდობ, რომ მომავალ თვეში შესაძლებელია ფასები შეიცვალოს.

თუ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას ჩართავს, პურის ფასი არ გაიზრდება, ხოლო თუ არ ჩაირთვება, შესაძლოა, 10 თეთრით გაიზარდოს. ოქტომბრამდე სავარაუდოდ, ფასები არ შეიცვლება“, – განაცხადა დოლიძემ.

„საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ პურის ქარხნებსა და საცხობებში მუშახელის ხელფასების საკითხი ძალიან მწვავედ დგას და თანამშრომლები ანაზღაურების მომატებას ითხოვენ.

bfm.ge


ნანახია: 161-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამასთან, მოსალოდნელია, რომ წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას ფქვილის გაძვირებაც მოჰყვება.