Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ იბრძოლებენ იმერეთში 'ევროპული საქართველოს' სახელით?

თარიღი : 14-09-2021, 15:52 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა გიგა ბოკერიამ, გიგი წერეთელმა და აკაკი ბობოხიძემ ქუთაისში იმერეთის რეგიონის მერობის, მაჟორიტარებისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.

„ეს არის ჩვენი ყველას შანსი, მე ვიტყოდი ვალდებულება რომ ეს შანსი გამოვიყენოთ, რომ წერტილი დავუსვათ იმ ხელისუფლებას, ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც წლებია, ყველას თვალწინ ზიანს აყენებს ჩვენი ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ ახლა იმ ზღვარს მიუახლოვდა, რომლის იქითაც რისკის ქვეშ მარტო ჩვენი თაობის წარმომადგნელები არ არიან, ჩვენი მომავალი თაობების შესაძლობების ბედია, რომ ნორმალურ, თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვროთ ერთად," - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ქუთაისში რეგიონალური გუნდის წარდგენისას

გიგი წერეთლის განცხადებით, “დღეს “ევროპულ საქართველოს” აქვს საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იმერეთის რეგიონში, ქუთაისში, სადაც არიან იმერეთის გუნდი, ჩვენი პარტიის ლიდერები. ვსაუბრობთ რა იქნება არჩევნების შემდეგ, როგორი ვითარება გვაქვს, როგორია ჩვენი განწყობა და მე ვფიქრობ, რომ ის გუნდი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი არიან სწორედ ის ადამიანები, ვინც აუცილებლად სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კოორდინაციაში, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ, მიაღწევენ წარმატებას. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მერობის კანდიდატების, საკრებულოს თავმჯდომარეობის, მაჟორიტარობის დეპუტატები და სიის წევრები. მთავარი ის არის, რომ ეს ბრძოლა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მართლაც არის იმ საქართველოსთვის, რომელშიც უნდა იცხოვრობ ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა, რაზეც ჩვენ ვოცნებობთ, რომ ამ არჩევნების შემდეგ, რაც საკმაოდ დრამატულ ვითარებაშია პოლიტიკურად, ან იქნება წარმატება ამ იქნება მინიმუმ გაგრძელება იმ სტაგნაციის რაც დღეს არის და ყველაზე დიდი საშიშროებაა რომ პირიქით წავიდეთ უკან, რისი მახასიათებელიც ამ ხელისუფლებას აქვს. ამიტომ როცა ვსაუბრობთ ამ არჩევნების მნიშვნელობაზე, ჩვენს ვსაუბრობთ იმაზეც რომ ბოლო უნდა მოვუღოთ თუნდაც არჩევნების იმგვარად ჩატარებას როგორიც საქართველოშია, მოსყიდვით, დაშინებით, სახელმწიფო რესურსის ბოლომდე გამოყენებით, ოპოზიციისთვის ყველა გზის ჩაკეტვით, მთელი პაკეტია დანაშაულებრივი მოქმედებების, რასაც ჩვენ ვხედავთ და არა საუბარი იმაზე, არანაირი პერსპექტივის მიცემა, რომ უკეთეს ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, რას გავაკეთებთ ეკონომიკაში, რას გავაკეთებთ მედიცინის სფეროში, სასამართლოში, კრიმინალს როგორ დავუპირისპირდებით, როგორ გავაუმჯობესებთ საქართველოს საერთაშორისო პოზიციას. ეს უნდა იყოს მთავარი თუ როგორ დავძლევთ პანდემიას და ჩვენ ვხედავთ უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ სიძულვილის ენას, რომ ოპოზიცია გაქრეს, პოლიტიკური ველი უნდა გაიწმინდოს და მხოლოდ “ქართული ოცნება” უნდა კიდევ ბევრი წელი. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უნდა დაიწყოს სრულიად ახალი პოლიტიკური პროცესი. უნდა იყოს ახალი არჩევნები, კოალიციური ხელისუფლება და უნდა იყოს იმგვარი სისტემა აწყობილი, რომელიც გამორიცხავს ხელისუფლების ამგვარ მავნებლურ მოქმედებას თავისი საზოგადოების თუ ქვეყნის ინტერესების წინაშე. ყველას, ჩვენ გუნდს მინდა გისურვოთ წარმატება რეალური ევროპული საქართველოსთვის ბრძოლაში.”

გიგა ბოკერიას განცხადებით, „ჩვენი გუნდის “ ევროპული საქართველოს” ლიდერებს აქ, იმერეთში. ჩვენი გუნდის გზავნილი არის ძალიან მკაფიო, ეს არ არის ჩვეულებრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეს არ არის ჩვეულბრივი არჩევნები, ეს არის ჩვენი ყველას შანსი, მე ვიტყოდი ვალდებულება რომ ეს შანსი გამოვიყენოთ, რომ წერტილი დავუსვათ იმ ხელისუფლებას, ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც წლებია, ყველას თვალწინ ზიანს აყენებს ჩვენი ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ ახლა იმ ზღვარს მიუახლოვდა, რომლის იქითაც რისკის ქვეშ მარტო ჩვენი თაობის წარმომადგნელები არ არიან, ჩვენი მომავალი თაობების შესაძლობების ბედია, რომ ნორმალურ, თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვროთ ერთად. ძალადობა, სიძულვილი, პუტინისტური ჯგუფების გაძლიერება, საერთაოშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დაზიანება და რუკიდან გაქრობა პუტინის ინტერესების სასარგებლოდ, ქვეყნის შიგნით მოქალაქეების ინტერესების უტიფრად ფეხებზე დაკიდება, რისი მაგალითიც არის კოვიდზე რაც ქნეს და ვაქცინაციაზე, ჩვენივე ფულით, მაღალი გადასახადებით ამ ძალადობრივი მანქანის დაფინანსება და რაც მთავარია უნდობლობის დათესვა ყველაფრის მიმართ, რაც არის დაკავშირებული სამოქალაქო, საზოგადოებრივ აქტიურობასთან, პოლიტიკასთან იმის დამკვიდრება, რომ ყველაფერი მოსულა ცილისწამების ნიაღვარია მთავარი, ეს უნდა დავანგრიოთ, ჩვენ “ევროპულ საქართველოს”, რომლის სიტყვას ნდობაც ყოველთვის შეიძლება გვაქვს მოვალეობა, რომ თითოეულ მოქალაქეს ავუხსნათ, რომ სიტყვას ფასი აქვს, რომ საქართველოს დიდი მომავალი აქვს და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ჩვენ ვიქნებით ფასეულობების სადარაჯოზე, მადლობა თქვენ ყველას ამ ბრძოლაში მონაწილეობისთვის.“ -

„ევროპული საქართველოს“ იმერეთის რეგიონის მერობის, მაჟორიტარებისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების სია ასე გამოიყურება:

ქუთაისი - დავით გოგისვანიძე

ქუთაისი და უქიმერიონი-გუმათის ოლქში შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატი - ამირან ძოწენიძე

სამტრედია - ჟუკიანა ფოფხაძე - ოპოზიციის შეთანხმებული მერობის კანდიდატი

საკრებულოს სიის ნომერი პირველი - ავთანდილ სტურუა

ხონის საერთო ოპოზიციური მერობის კანდიდატი - ზურაბ ჯიბუხაია

ხონის სიის ნომერი პირველი - დავით ჭავჭანიძე

ტყიბულში საერთო ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატი - მადონა გაბელაშვილი

თერჯოლა - ტარიელ ფანჩულიძე

წყალტუბოში სიის ნომერი პირველი - სევერიონ გორდულაძე

ზესტაფონი - გელა სხილაძე

ჭიათურა - თენგის სამხარაძე

ბაღდათი - შალვა დათუაძე

ვანი - კობა ძაგნიძე

საჩხერე - კობა მოდებაძე

ხარაგაული - აკაკი მაჭავარიანი


ნანახია: 204-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი არ იქნება ისეთი, როგორებსაც ბილბორდებზე ვხედავთ.
კანდიდატების წარდგენას ვიცე-პრემიერიც ესწრებოდა.
ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური 12 ნოემბერს გაიმართება.