"ნაციონალები" ხონის გამგებლობას პატიმრობაში მყოფ ყოფილ გამგებელს სთავაზობენ
თარიღი : 2-05-2014, 13:31 | კატეგორია: პოლიტიკა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, „ნაციონალები“ ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად წინასწარ პატიმრობაში მყოფ ხონის ყოფილ გამგებელს ზურაბ ჯიბუხაიას ასახელებენ. აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. დეპუტატის თქმით, პროკურატურის თვითმიზანს არჩევნებამდე ზურაბ ჯიბუხაიას წინასწარ პატიმრობაში დატოვება წარმოადგენს. აკაკი ბობოხიძემ აქვე ის ორი დასკვნა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ზურაბ ჯიბუხაიას მიერ ბიუჯეტისათვის მიყენებული ზარალი 500 ლარს შეადგენს.
„სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, ზურაბ ჯიბუხაიას მიერ ბიუჯეტისათვის მიყენებული ზარალი 500 ლარს შეადგენს, როდესაც პროკურატურა 12 000 ლარზე საუბრობს.გარდა ამისა, პროკურატურამ ჯიბუხაიას საქმის მთავარ მოწმეს ლევან ბობოხიძეს გირაო შეუფარდა და არა წინასწარი პატიმრობა. არა აქვს მნიშვნელობა, პროკურატურა ცდილობს ჯიბუხაიას გაუხანგრძლივოს წინასწარი პატიმრობა, თუმცა ის ჩვენგან მაინც დასახელდება ხონის გამგებლობის კანდიდატად,“ - აცხადებს ბობოხიძე.
ხონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და მისი მოადგილე ბესარიონ ჭელიძე ხონში, უკანონოდ ჩამორთმეული ხე-ტყის მოსახლეობისათვის გადაცემის საქმეზე დააკავეს.