Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“თითქმის ყველა სოფელში შევედით და შიდასასოფლო და საუბნო გზების მოწესრიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს”

თარიღი : 14-09-2021, 14:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონში, ქუტირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გვაზაურში 1515 გრძივ მეტრზე ასფალტობეტონის საფარი ეწყობა.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 200 000 ლარითაა დაფინანსებული. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „ჯ და ჯ“ ასრულებს.

“ჩვენი მიზანი იყო, მმართველობის პერიოდში თანაბრად გადაგვენაწილებინა რესურსები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულზე, რაც მეტ-ნაკლებად გამოგვივიდა.

თითქმის ყველა სოფელში შევედით და შიდასასოფლო და საუბნო გზების მოწესრიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

დღეს, სოფელ გვაზაურშია აქტიური სამუშაო პროცესი. ამიერიდან ადგილობრივებს მოეხსნებათ დიდი პრობლემა და გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად შეეძლებათ,”-ამბობს ხონის მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე.


ნანახია: 291-ჯერ

მსგავსი სიახლეები