Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ნუ ცდილობთ ხოლმე ხვამლზე სულ კიდეში მისვლას,’-რა საფრთხის შესახებ აფრთხილებენ ხვამლის მთაზე ასულ მომლოცველებს?

თარიღი : 12-09-2021, 09:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ლექსო ჩარკვიანი, რომელსაც საზოგადოება “დაკარგული სამოთხის” სახელით იცნობს, ხვამლის მთაზე ასულ მომლოცველებს აფრთხილებს.

მისი თქმით, მომლოცველებმა ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რადგან არსებობს ფრინველი, რომელიც მათზე დატაკებას და კლდიდან გადაგდებას ცდილობს.

“არ ვაპირებდი დაპოსტვას, მაგრამ ეხლა უნდა ვთქვა: ჩემს აყვანილ ჯგუფს სულ ვუშლი კიდეზე მისვლას.
ხვამლზე ასულები იყავით ფრთხილად, მითუმეტეს წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ კლდის კიდეებთან და მაიაკისკენ. დღესაც შევამჩნიე ის უზარმაზარი ფრინველი, რომელმაც გასულ კვირას სცადა ერთ-ერთ მომლოცველს დატაკებოდა, რომ კლდიდან გადაეგდო. იღბალზე ფრინველი დააფრთხო ფრანმა, რომელსაც ბავშვი ათამაშებდა შორიახლო.

მოკლედ, ეგ ფრინველი მე ეზოში მყავდა დაბმული 2 კვირის განმავლობაში, ფრთამოტეხილი, დღესაც ეტყობა მამაჩემს მისგან მიყენებული ჭრილობა მუხლზე! გაშლილი ფრთების სიგანე რომ გაზომეს, იყო 3.10მ, თავი სულ შიშველი მხრებამდე.

ფრთამოტეხილი რატომ იყო? და საიდან მოხვდა ეზოში? მიროხას თავზე, ზემოთ ცივწყალა არის, იქ დაესხნენ ორნი თავს მამაჩემს. მოკლეთ არ დავწვრილმანდები. დაშავებულის მკურნალობამ უშედეგოდ ჩაიარა, მაგრამ მამაჩემი უფრო იყო დაშავებული. კეფისა და მუხლის არეში ხორცი ნაფლეტებად ჰქონდა ქცეული. რომ არა იქ მთიბავები, ძალიან გაუჭირდებოდა.

ასე რომ, ნუ ცდილობთ ხოლმე ხვამლზე სულ კიდეში მისვლას, ისე წამოგეპარებათ უკნიდან და ამოგდებთ კლანჭს, დამთავრებულია ყველაფერი იქვე!,”-ამბობს ლექსო ჩარკვიანი.


ნანახია: 258-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გადმოცემის თანახმად, ხვამლის მამათა მონასტერში 2 000 ბერი მოღვაწეობდა, რომლებიც მტრის შემოსევის დროს ამოუხოცავთ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ მომხდარს ვანდალიზმი უწოდა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო TOPNEWS.COM.GE-ს ერთ-ერთი ახალგაზრდის დედამ მადონა ორმოცაძემ განუცხადა, ოთხი ახალგაზრდა ხვამლის

ამინდი