Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის მერობის კანდიდატი სოფელ ივანდიდის მოსახლეობას შეხვდა

თარიღი : 11-09-2021, 18:08 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხონის მერობის კანდიდატი სოფელ ივანდიდის მოსახლეობას შეხვდა.

მმართველი გუნდის კანდიდატმა სოფლის მოსახლეობას ინფორმაცია ივანდიდში დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდა.

“საინტერესო შეხვედრა გვქონდა სოფელ ივანდიდის მოსახლეობასთან. დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ფონიდან გამომდინარე ცალკეულ უბნებში შევხვდით ადგილობრივებს.

ამჯერადაც არ მივსულვარ მოსახლეობასთან ხელცარიელი და ინფორმაცია მივაწოდე მე-2 და მე-13 ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ სოფელში არაერთი მასშტაბური ინფრასტუქტურული პროექტი განხორციელდა, კვლავ რჩება გადასაჭრელი პრობლემები და ეს პროექტი ერთ-ერთია, რომელიც შეამცირებს ამ პრობლემების ჩამონათვალს.

ასევე, ადგილობრივებს წარვუდგინე მაჟორიტარობის კანდიდატი ელისო ლიპარტელიანი. ნიჭიერი ახალგაზრდა, წარმატებული ექიმი, რომელიც მჯერა იქნება სოფლის გულშემატკივარი და თითოეული თქვენგანის გვერდით მდგომი,”-განაცხადა ლადო ჯურხაძემ.


ნანახია: 178-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო, პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე
არჩილ გოგსაძე ამჯერად, სოფელ ნერგეეთის მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად, არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელა.
მისივე თქმით, თითოეული სახელმწიფო პროგრამა მოსახლეობას აუცილებლად შეეხება.

ამინდი