Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა განწყობით ხვდებიან მოქალაქეები ხარაგაულის მერობის კანდიდატს და რას ამბობენ ხარაგაულში ‘ქართული ოცნების’ საქმიანობაზე?

თარიღი : 9-09-2021, 10:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში აგრძელებს საარჩევნო შეხვედრებს ხარაგაულის მერობის კანდიდატი.

კობა ლურსმანაშვილმა სოფელ ღორეშაში ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა პრიორიტეტულ საკითხებზე და მათ ის პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აპირებს.

“ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, თუმცა სოფელში პრობლემები კვლავ რჩება. პირველ რიგში გასაკეთებელია, შიდა საუბნო გზები და წყლის სისტემები, რაზეც ვმუშაობთ.

მოსახლეობა კმაყოფილია და ძალიან უადვილდებათ გადაადგილება ახლად რეაბილიტირებულ ღორეშა-ბაზალეთის დამაკავშირებელ გზაზე. სოფელში არის საბავშვო ბაღი, საზოგადოებრივი ცენტრი, რეაბილიტირებული სკოლა. ამ სერვისებით მოქალაქეები ადგილზე სარგებლობენ.

აქტიურ ფაზაშია სამუშაოები ღორეშა -მარიამწყაროს დამაკავშირებელ გზაზე. უნდა აღინიშნოს რომ ბორითის მხრიდან ამ გზის 2-კმ-იანი მონაკვეთი კეთილმოწყობილია, დარჩენილი გვაქვს შუალედური 3- კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც 2022 წელს გაკეთდება.

დღესვე, მოსახლეობას წარვუდგინე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პავლე კიკალიშვილი, რომელიც კარგად იცნობს ამ სოფელს და მჯერა, ერთობლივი მუშაობით კიდევ ბევრის გაკეთებას შევძლებთ.

გამარჯვება გარდაუალია!

2ოქტომბერს ხალხი ირჩევს თავისუფლებასა და უკეთეს მომავალს!,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.


ნანახია: 207-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღორეშა-ბაზალეთის ინფრასტრუქტურული პროექტი გზაზე ცემენტბეტონის, სანიაღვრე არხებისა და წყალამრიდი მილების მოწყობას ითვალისწინებს.
იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ხარაგაულის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა მუნიციპალიტეტში დასრულებული

ამინდი