ქუთაისის მერიამ ‘ტორპედო’ უნივერსიტეტს გადაუფორმა
თარიღი : 8-09-2021, 17:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიასა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის“ მფლობელ კომპანია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულებას ხელი ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ქარქაშაძემ და „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ კანცლერმა ეკატერინე აზარაშვილმა მოაწერეს.
როგორც ცნობილია, საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის“ გასასხვისებლად გამოცხადებული აუქციონის გამარჯვებული და კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ გახდა.
“გარიგების თანახმად, უნივერსიტეტმა თავის თავზე აიღო კლუბის ყველა არსებული ვალდებულების დაფარვა.
ამასთანავე, კომპანია უზრუნველყოფს უეფასა და ეროვნული ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად კლუბის განვითარებას.
თავის მხრივ, ქუთაისის მერია განაგრძობს ,,ტორპედოს"მხარდაჭერას და საკუთარი წვლილის შეტანას გუნდის შემდგომ განვითარებაში,”-აცხადებენ ქალაქის მერიაში.