Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 425 პირველკურსელი მიიღო, მათ შორის არიან უცხოელები

თარიღი : 7-09-2021, 16:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტთა ახალი ნაკადი მიიღო. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, KIU-ს მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის სურვილი 1848 სტუდენტმა გამოხატა, ხოლო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი 425-მა მათგანმა გადალახა.

მათივე ცნობით, KIU-ს სტუდენტებს შორის არიან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების, ასევე კონკურსის „M ვექტორი“ გამარჯვებულები, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილეები.

“უმაღლესი შედეგების მქონე ახალგაზრდები საქართველოს ყველა რეგიონიდან, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან არიან. ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტებთან ერთად, უნივერსიტეტში წელს ჩაირიცხნენ საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების საქართველოს ნაკრების 2 წევრი და უცხოელი სტუდენტები. პანდემიის მიუხედავად, KIU-ში სწავლის სურვილი გამოხატეს უცხოელმა აბიტურიენტებმაც, შესაბამისად, წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ უცხოელი სტუდენტებიც უკრაინიდან და ბელარუსიიდან.

KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულია. STEM მიმართულების პროგრამების მიხედვით, KIU ერთიანი-ეროვნული გამოცდების სამ ყველაზე მაღალი ბარიერის მქონე უნივერსიტეტებს შორის სახელდება საქართველოში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გასულ სასწავლო წელთან შედარებით, STEM დარგებში ჩართულ გოგო სტუდენტთა რაოდენობა გაორმაგდა, შარშან KIU-ში 62 გოგონა ჩაირიცხა, წელს კი მათი რაოდენობა 124-ს შეადგენს,”-აცხადებენ უნივერსიტეტში.

KIU-ში ჩარიცხული სტუდენტების თითქმის 100%-მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას პირველ და მეორე ნომრად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აირჩიეს (I არჩევანი - 90%, II არჩევანი - 9%, III არჩევანი - 1%). მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი კონკურსი კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე დაფიქსირდა.

სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში სექტემბრის ბოლომდე დაიწყება, ხოლო კამპუსზე სტუდენტების მიღება ოქტომბრიდან არის ნავარაუდევი.

KIU სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. KIU არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სტუდენტებს სხვადასხვა სახის დაფინანსებასა და სტიპენდიას სთავაზობს. KIU-ში უკვე ერთი წელია მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი, რომლის ფარგლებშიც, გასულ სასწავლო წელს 240-მა ახალგაზრდამ მიიღო დაფინანსება.


ნანახია: 419-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასწავლებლის სტუდენტებს შორის 7 სტუდენტი 100%-იანი სასწავლო გრანტის მფლობელია.
სასწავლებლის წლევანდელი კურსდამთავრებულებიდან 40% თავისი პროფილის შესაბამისად უკვე დასაქმებულია.

ამინდი