Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ახალი მფლობელი ‘ტორპედო’-ს ფეხბურთელებს 3 თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას პირდება

თარიღი : 6-09-2021, 12:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედო“-ს ახალი მფლობელები სამუშაოდ გუნდში უკვე მივიდნენ.

კომპანია ,,ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები დღეს კლუბის ფეხბურთელებსა და გუნდის ადმინისტრაციას შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს კლუბის განვითარებაზე, მმართველობის ახალ სისტემასა და მომავლის გეგმებზე. კომპანიააუქციონის პირობების თანახმად, კლუბის ფეხბურთელებს უმოკლეს პერიოდში სრულად აუნაზღაურებს 3 თვის სახელფასო დავალიანებას.

კომპანიის წარმომამდგენლების განცხადებით, კლუბში ყველა სახის პრობლემა მოგვარდება და ფეხბურთელების მთავარი საზრუნავი ,,ტორპედოს“ სამომავლო მიღწევები იქნება.

გუნდის მფლობელები ბავშვთა ფეხბურთის განვითარებასაც ხელს შეუწყობენ. შეიცვლება კლუბის მართვის სისტემა - გუნდთან დაკავშირებულ ყველა საკითხს სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს და გადაწყვეტს.

“ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ წარმომადგენლების განცხადებით, ქუთაისის „ტორპედოს“ შეძენის უმთავრესი მიზანია როგორც ფეხბურთის, ისე რეგიონული განვითარების ხელშეწყობა.
საუნივერსიტეტო და საფეხბურთო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება კი, სოციალური პასუხისმგებლობის იდეის პოპულარიზაციას ემსახურება,”-აცხადებენ “ტორპედო”-ში.


ნანახია: 371-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი