Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ნაციონალები": გვინდა ქუთაისში გავიმარჯვოთ, ძლიერი გუნდი ჩამოვაყალიბოთ და მთელ საქართველოს ვაჩვენოთ საქმის კეთება

თარიღი : 1-05-2014, 18:10 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისში, „ნაციონალუმა მოძრაობამ“ საარჩევნო კამპანია დღეს ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა და კახიანაურის საარჩევნო ოლქში პირველი მაჟორიტარიც დაასახელა. აღნიშნულ ოლქში გამარჯვებისათვის კახა ქორიძე იბრძოლებს, რომელიც „ნაციონალების“ დროს ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ხელმძღვანელობდა. აქვე ისიც გაირკვა, რომ ქუთაისში „ნაციონალების“ შტაბს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს.
„1.5 წელი გავიდა და ახლის გაკეთება კი არა, რისი გაკეთებაც დაწყებული იყო, ისიც გაჩერდა. ამ ადამიანებმა წაგებაც და ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილებაც იწვნიეს. გამქცევები არ არიან და ვერც გააქცევთ ქუთაისიდან ძალიანაც რომ მოინდომოთ. თბილისში გამარჯვების შანსი ჩვენ დაბალი გვაქვს. გვინდა ქუთაისში გავიმარჯვოთ. ქუთაისს ეკუთვნის განვითარება. გვინდა ქუთაისში ძლიერი გუნდი ჩამოვაყალიბოთ და ერთად ვაჩვენოთ მთელ საქართველოს რა არის საქმის კეთება,“ - მიმართა გიორგი ვაშაძემ ამომრჩევლებს.
მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ქორიძის განცხადებით, მისთვის აღნიშნული დიდი პასუხისმგებლობაა. ქორიძე ირწმუნება, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის ადგილობრივ თვითმმართველობაში კახიანაურის მოსახლეობის ინტერესების გამტარებელი იქნება.


ნანახია: 2220-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შოთა მურღულიას თქმით, საარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობასთან შეხვედრებზე გაჟღერებული პრობლემური საკითხები ჩანიშნულია და
აღნიშნული განცხადება პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
შეხვედრაზე დანელიამ მომავალ გეგმებსა და საკუთარი კანდიდატურის უპირატესობებზე ისაუბრა.
ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი 'ეროვნული ფორუმიდან' კახა დვალიშვილი გამარჯვების შანსებზე საუბრისაგან თავს იკავებს.

ამინდი