Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კობა ლურსმანაშვილი: ჩვენ გვჭირდება განათლებული, თავის საქმეზე შეყვარებული, პროფესიონალი ადამიანები. მომავალი სწორედ ახალგაზრდებისაა და სამომავლოდ სწორედ მათთან ერთად ვაპირებ მუშაობას

თარიღი : 3-09-2021, 16:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნები”-დან კობა ლურსმანაშვილი ახალგაზრდებს მიმართავს:

“ამაყი ვარ, რომ ხარაგაულს ჰყავს განათლებული და დიდი შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები.

ჩვენ ვაფასებთ ახალგაზრდულ ენერგიას და შემართებას და მოწოდებულები ვართ მათი შესაძლებლობები ვაქციოთ ხარაგაულის და ჩვენი ქვეყნის ძალად.

მხარს ვუჭერთ თითოეული მათგანის პიროვნულ განვითარებას, რასაც სჭირდება მუდმივი შრომა და მე ვიცი მათ იციან ამ შრომის ფასი.

მე გავიარე ყველა მნიშვნელოვანი საფეხური, დაწყებული საკრებულოდან - პარლამენტის წევრამდე და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკოსის ამბიციები დაკმაყოფილებულია. როდესაც მთხოვეს ისევ გამეგრძელებინა საქმიანობა მერის პოზიციაზე, უარი არ ვთქვი მხოლოდ ერთი მიზეზით, რადგან გარკვეულწილად ეს შესაძლებლობა გაჩნდა არა ჩემთვის, არამედ ახალგაზრდებისთვის.

ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებაში ჩვენ გვყავს ახალგაზრდები, რომლებმაც სულ დაბალი საფეხურიდან დაიწყეს მერიაში საქმიანობა და დღეს კვალიფიციური მოხელეები არიან.
https://i.postimg.cc/43xkpc8v/CF0-EE5-E8-7-CFB-45-ED-8-AC9-2-BDCD8-E66-DDE.jpg

მე კიდევ უფრო ფართოდ გავაღებ კარს მათთვის, რადგან ჩემი პოლიტიკური ამბიციები ნამდვილად დაკმაყოფილებულია.

ჩვენ გვჭირდება განათლებული, თავის საქმეზე შეყვარებული, პროფესიონალი ადამიანები.
მომავალი სწორედ ახალგაზრდებისაა და სამომავლოდ სწორედ მათთან ერთად ვაპირებ მუშაობას. ვიყოთ ერთად, რადგან თითოეული თქვენთაგანისგან შედგება ჩვენი ქვეყანა და სწორედ ერთიანობაში არის ძალა. ყოველგვარი საარჩევნო ინტერესის მიღმა ვარ თქვენი მეგობარი და ადამიანი, რომელსაც სურს განავითაროს ხარაგაული. მიხარიხართ და მეამაყებით,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.


ნანახია: 261-ჯერ

მსგავსი სიახლეები