Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ონის სოფელში ადიდებულმა მდინარემ სოფლის სასაფლაოსთან მისასვლელი ხიდი წაიღო

თარიღი : 2-09-2021, 15:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში, გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა ნალექმა მდინარე ბოყოსწყლის ადიდება გამოიწვია.

მოდიდებულმა მდინარე ბოყოსწყალმა სრულიად გაანადგურა მშენებარე საფეხმავლო ხიდი, რომელიც სოფლის სასაფლაომდე დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალება იყო, ასევე სტიქიამ დააზიანა ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები.

დილიდანვე სტიქიის ადგილზე იმყოფება ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, სერგო ხიდეშელი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სტიქიით მიყენებულ ზარალს ეცნობა.

სერგო ხიდეშელის განცხადებით, ამინდის დასტაბილურებისთანავე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები სოფელ გლოლაში აქტიურად დაიწყება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიყენებული ყველა პრობლემა დროულად აღმოიფხვრება.


ნანახია: 480-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი