Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვის და რა პირობებს სთავაზობს სახელმწიფო პროგრამა ‘აწარმოე საქართველოში’?

თარიღი : 1-09-2021, 12:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ოთხი ახალი კომპონენტი ამოქმედდა:

• სახელმწიფო პროგრამა "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან პირებს (3 ან მეტი შვილი) ან ახალდაბადებული შვილის (ბავშვები, რომლებიც 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე არიან დაბადებულნი) მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 5 წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება იპოთეკურ სესხებზე, როგორც ახალ, ასევე ძველ აშენებულ პროექტებში და სახლის აშენების მიზნით.

• ბიზნეს უნივერსალი - პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტისთვის სააგენტო ახორციელებს დამტკიცებული სესხის პროცენტის სუბსიდირებას და ამავდროულად სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას.

• ბიზნეს ექსპორტი - პროგრამის მიზანია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საქართველოში მეწარმეობის მხარდაჭერა ახალი ან არსებული საწარმოების გაფართოვება-გადაიარაღებით. აღნიშნულის ფარგლებში, სააგენტო განახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას და სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას. ამავდროულად მეწარმე უფლებამოსილია ისარგებლოს დამატებით საგრანტო კომპონენტითაც.

• აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარება
პროგრამის მიზანია საქართველოში აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სამივე კომპონენტით, კერძოდ, სესხის პროცენტის თანადაფინანსებით, სესხის უზრუნველყოფით და გრანტით.

გაიგეთ მეტი: https://bit.ly/3gP1Y4K

პროგრამებზე დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით სააგენტოს მომსახურების ცენტრს, ნომერზე - 1525


ნანახია: 269-ჯერ

მსგავსი სიახლეები
15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას კვლავ ეძლევა შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებგვერდის მეშვეობით

ამინდი