ქუთაისის 41 ე სკოლაში ბუნებრივი აირის გაჟონვის ფაქტს დირექტორი არ ადასტურებს
თარიღი : 1-05-2014, 15:51 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის # 41 ფიზიკა–მათემატიკური სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი სკოლაში ბუნებრივი აირის გაჟონვის ფაქტს არ ადასტურებს. მისი თქმით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსში სამშენებლო სამუშაოების დროს მოხდა ე.პ. "პრაიმერის" დასხმა, რომელსაც დამახასიათებელი სუნი აქვს და ძალიან გავს გაზის სუნს. სკოლი მოსწავლეებმა და პედაგოგებმა კი სამშენებლო სამუშაობში გამოყენებადი სითხის სუნი გაზის სუნს მიამსგავსეს და პანიკაც ამან გამოიწვია.
"თავდაპირველად ჩვენც გვეგონა,რომ სკოლის შენობაში გაჟონა გაზმა. გამოვიძახეთ "სოკარის" წარმომადგენლები, 112 –ის სამსახური და შემდეგ აღმოჩნდა, რომ გვერდით მშენებარე 7 სართულიან კორპუსში ე.წ. "პრაიმერი" მოასხეს, რასაც ძალიან მძაფრი სუნი აქვს. რამდენიმე მშობელმა კი წაიყვანა ბავშვი, მაგრამ სასწავლო პროცესი მაინც არ ჩაშლილა",–ამბობს # 41 სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი.
დირექტორის თქმით, გაცდენილ საათებს მოსწავლეები შაბათ დღეს აანაზღაურებენ.