Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ძირულა - ხარაგაულის მონაკვეთზე არსებულ სამ ლოკაციაზე, სადაც სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებული იყო, მუშაობა განახლდა

თარიღი : 30-08-2021, 18:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, მოადგილესთან, დავით დევდარიანთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, საგზაო დეპარტამენტის და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა.

მხარეებმა კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად გაიარეს ის საკითხები, რომელიც დაბაში 24 საათიანი წყალმომარაგების, წყალარინების და გზის ინფრასტრუქტურის სამუშაოებს დააჩქარებს.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, ფაქტიურად დასრულებულია ლეღვნიდან მომავალი ქსელის რეაბილიტაცია. ხარაგაულის მერიის პასუხისმგებელ პირებს მიეცათ პირობა, რომ წყლის რესურსი მოსახლეობას გაზრდილი რაოდენობით მიეწოდება.

სამუშაო შეხვედრაზე ითქვა,რომ უმოკლეს დროში დასრულდება დაბის ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარე წყალარინების და უწყვეტი წყალმომარაგების პროექტის სამუშაოები,რასაც სოლომონ მეფის ქუჩაზე ასფალტის საფარის გადაგება მოჰყვება.

“განახლებულ რეგიონების" ფარგლებში მიმდინარე შენობების და სკვერების რეაბილიტაციას, რომელიც უკვე დაწყებულია, ამავდროულად ტროტუარების კეთილმოწყობა დაემატება.

მერის, კობა ლურსმანაშვილის, ინფორმაციით, აქტიური სამუშაოები იწყება ძირულა - ხარაგაულის მონაკვეთზე არსებულ სამ ლოკაციაზე, სადაც სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებული იყო.

ეს მონაკვეთებია: ცენტრალური მაგისტრალიდან - ძირულის ხიდამდე, ძირულის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია და ძირულიდან სოფელ ლაშის ეკლესიამდე არსებული გზა. აღნიშნულ სამ ლოკაციაზე სამუშაოებს კომპანია black sea group-ი განახორციელებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ძირულა - ხარაგაული- მოლითი - ფონა- ჩუმათელეთის პროექტის ფარგლებში, გზის გასწორხაზოვნება მოხდა ჩუმათელეთი - წიფის მონაკვეთზე, ამჯერად ანალოგიური სამუშაოები ჩაუტარდება სოფელ წიფა - მოლითის დამაკავშირებელ გზას.

დაბა ხარაგაულში ერთად რამდენიმე სერიოზული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.

პროექტების დასრულების ვადად, წლის ბოლო სახელდება.


ნანახია: 374-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია Black Sea Group განახორციელებს.

ამინდი