Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჩემი სტრატეგიაა, ხარაგაულის რეალობა კიდევ უფრო უკეთესობისკენ შეიცვალოს და რაც შეიძლება მეტი პროექტი დაიგეგმოს"

თარიღი : 25-08-2021, 20:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრთან, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან და ,,ქართული ოცნების“ ხარაგაულის შტაბის ხელმძღვანელ მანანა ბარბაქაძესთან ერთად, ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლებს შევხვდა.

კობა ლურსმანაშვილის თქმით, მისთვის მეტად მნიშვნელოვანია მაჟორიტარი დეპუტატის პაატა კვიჟინაძის მხარდაჭერა.

"ჩვენ ერთობლივი ძალებით შევძელით ხარაგაულისთვის არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება და ეს ტემპი სამომავლოდაც კვლავ გაგრძელდება.

რა თქმა უნდა, ჩემი შეხვედრები მოსახლეობასთან მხოლოდ წინასარჩევნო ფორმატით არ შემოიფარგლება. ხშირი კომუნიკაცია მაქვს ამ ადამიანებთან, თუმცა კიდევ ერთხელ მოვისმინე ყველა საკითხი, რაც მათ აწუხებთ და რომელთა დადებითად გადაჭრა უმოკლეს დროში აუცილებელია.

მივესალმები მოქალაქეების მხრიდან წამოსულ ინიციატივებსა და იდეებს. მიხარია, რომ ამ თემში საკმაოდ აქტიური და ინტერესიანი ხალხი ცხოვრობს, რომლებმაც ზუსტად იციან რა სჭირდება სოფელს.

შეხვედრები ძირითადად კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვისაუბრეთ აქტუალურ საკითხებზე და მე მათ დავპირდი, რომ ნებისმიერი ჩემი გადაწყვეტილება, სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

ადგილობრივებს ასევე გავაცანი სამომავლო გეგმები, პრიორიტეტული თემები და ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ვახანის თემში ვგეგმავთ.

ჩემი სტრატეგიაა, ხარაგაულის რეალობა კიდევ უფრო უკეთესობისკენ შეიცვალოს და რაც შეიძლება მეტი პროექტი დაიგეგმოს.

ამომრჩევლები ჩვენს მხარდაჭერას ღიად აფიქსირებენ, რადგან დღეს პარტია ,,ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ველზე ალტერნატივა არ ჰყავს.

ვახანი-ლეღვნის თემში გვყავს ერთ-ერთი ძლიერი და გამორჩეული კანდიდატი, ქალბატონი ვერა ოდიკაძე, რომელიც წლებია არის მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი და ამავდროულად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

გამარჯვება გარდაუალია! 2 ოქტომბერს ხალხი აირჩევს უკეთეს მომავალს!,"-აცხადებს კობა ლურსმანაშვილი.


ნანახია: 208-ჯერ

მსგავსი სიახლეები