Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ზესტაფონის ცენტრალურ ნაწილში, განახლებული სკვერი განტვირთვის და დასვენების ადგილი იქნება, რეაბილიტირებული სპორტული მოედანი კი ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, ცხოვრების ჯანსაღი წესით დაკავდნენ”

თარიღი : 25-08-2021, 11:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერისა და საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო. განახლებული სივრცე უახლესი სტანდარტებით მოწყობილ სკვერს და სპორტულ მოედანს გააერთიანებს.

“რეაბილიტაციის ფარგლებში, სკვერში დეკორატიული მცენარეები დაირგვება, განთავსდება სკამები, დაიგება ფილები. განახლდება განათების სისტემა. მოეწყობა მინი ატრაქციონი ბავშვებისთვის. ასევე, სრულად განახლდება მინი საფეხბურთო მოედანი, რომლის მიმდებარედ, ქუჩის კალათბურთისთვის, შესაბამისი ფარი დამონტაჟდება.

პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, განახლებული სკვერი განტვირთვის და დასვენების ადგილი იქნება, რეაბილიტირებული სპორტული მოედანი კი ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, ცხოვრების ჯანსაღი წესით დაკავდნენ,”-განაცხადა ზესტაფონის მერმა, რომელმაც სამუშაოები დაათვალიერა.


ნანახია: 230-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი