ახალი ინტერნეტ პორტალი და დასაქმების შანსი ქუთაისელი სტუდენტებისთვის
თარიღი : 1-05-2014, 14:55 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა

„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ქუთაისელ სტუდენტებს დასაქმების და სამოქალაქო აქტივობაში ჩართვის შანსს აძლევს. სპეციალურად ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციამ სტუდენტებისთვის ვებგვერდი შექმნა. www.CSO Georgia.org -ამ მისამართზე სტუდენტებს შეეძლებათ იხილონ ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით არსებულ ვაკანსიებზე, საგრანტო კონკურსებზე, სასწავლო დაწესებულებებში არსებულ ფაკულტეტზე და ასე შემდეგ.
„ეს არის ძალიან კარგი შანსი სტუდენტებისთვის, რათა მათ განახორციელონ სხვადასხვა პროექტები, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად სხვადასხვა აქტივობებში, დასაქმდნენ, მიიღონ მონაწილეობა კონკურსებში და ასე შემედგ. ეს ვებგვერდი ძალიან ბევრ რესურსს სთავაზობს ჩვენს სტუდენტებს“,-ამბობს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის კოორდინატორი მარიამ პატატიშვილი.
ქართულ და ინგლისურ ენებზე შექმნილი ინტერნეტ პორტალი უკვე ფუნქციონირებს.