Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის მოსახლეობა არჩევნების ჩაშლით იმუქრება

თარიღი : 1-05-2014, 13:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ზესტაფონში, ანჯაფარძისა და ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობა არჩევნების ჩაშლით იმუქრება. მოსახლეობის თქმით, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე ადგილობრივებს დასახლებაში არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ, თუმცა პრობლემები მათი თქმით ამ დრომდე არ მოგვარებულა.
მოსახლეობის თქმით, მათ დასახლებაშია წლებია გზები ამორტიზირებულ მდგომარეობაშია, ხოლო საკანალიზაიო მილების არ არსებობის გამო გზა ფეკალური მასებით არის დაფარული.
„არაფერი არ გაკეთებულა მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნება“ მოვიდა. გზები დანგრეულია, წყალი არ გვაქვს, ქუჩები კი ჩაბნელებულია. საარჩევნო უბანი რომელ ქუჩაზეცაა გახსნილი იქ კანალიზაცია არაა და ფეკალური მასებითაა სავსე. დაუყონებლივ მოვითხოვთ გაკეთდეს გზა, მოგვეწოდოს უბანში გრაფიკით წყალი და განათდეს ქუჩები. თუ არ გააკეთებენ ამ ყველაფერს, საარჩევნო უბანს გადავჭედავთ და არ მივცემთ უფლებას არავის არჩევნები ჩატარდეს“- აცხადებს ადგილობრივი მზია მშვენიერაძე.


ნანახია: 1887-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაახლოებით ერთი თვეა მოსახლეობა კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას ითხოვს.
ქუთაისში, პეტრიწის ქუჩაზე მაცხოვრებლები წლებია კანალიზაციის სისტემის არარსებობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
მოსახლეობა განმარტავს, რომ ვისაც ფული აქვს, წყალს ყიდულობს, ხოლო ვისაც წყლის ყიდვა არ შეუძლია, წვიმას ელოდება.
განმეორებითი კენჭისყრა ტყიბულში ორ, #2 და #5 საარჩევნო უბნებზე ჩატარდა.

ამინდი