Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ადამიანები მადლიერებას გამოხატავენ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ‘ქართული ოცნების’ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხარაგაულში, საღანძილის თემში განხორციელდა”

თარიღი : 20-08-2021, 16:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერობის კანდიდატი ამჯერად საღანძილის, ვანისა და ჯაფაროულის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა მათთან აქტუალურ საკითხებზე იმსჯელა, მოისმინა თუ რისი გაკეთება სურს მოსახლეობას და რა არის მათთვის პრიორიტეტი.

“მიხარია, რომ ეს ადამიანები მადლიერებას გამოხატავენ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საღანძილის თემში განხორციელდა.

აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი, გაზიფიცირდა რადენიმე სოფელი, რეაბილიტირდა ცენტრალური გზები, მოგვარდა სასმელი წყლის პრობლემები და განხორციელდა არაერთი სხვა მნიშვნელოვანი პროექტი.

ბოლო წლებში, საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

რა თქმა უნდა, პრობლემები კვლავ რჩება. მოსახლეობა ითხოვს საუბნო გზების, წყლის სისტემებისა და გარე განათების მოწყობას, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და ამ საკითხებს აუცილებლად მოვაგვარებთ.

დაგეგმილი გვაქვს, საღანძილეში სკოლის ახალი შენობის აგება და დარწმუნებული ვარ, ამ ჩანაფიქრს სისრულეში მოვიყვანთ.

საღანძილის თემს ჰყავს ღირსეული მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით კიკნაძე, რომელიც არის თავის საქმის პროფესიონალი და თავის სოფელზე უსაზღვროდ შეყვარებული პიროვნება. წლების განმავლობაში საქმიანობდა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხელმძღვანელ პოზიციაზე. საკრებულოში გახლდათ ერთ-ერთი აქტიური დეპუტატი.

მასთან ერთად, სამომავლოდ კვლავ აქტიურად გავაგრძელებ მუშაობას და ერთობლივი ძალებით შევძლებთ ბევრი კარგი საქმის გაკეთებას,”-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.


ნანახია: 420-ჯერ

მსგავსი სიახლეები