Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის სოფელში კიდევ ერთი პროექტი გაცოცხლდა

თარიღი : 20-08-2021, 13:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის სოფელ სარგვეშში, ცისკაძეების უბანში, სასოფლო გზის რეაბილიტაცია განახლდა.

მერის მოადგილე დავით დევდარიანი სამუშაოებს მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ზურაბ ბანცაძესთან, ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში გზის 2.5 კილომეტრ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება.

,,ცისკაძეების უბანში გზის რეაბილიტაციის პროექტი, ჯერ კიდევ 2019 წელს დაიგეგმა. პროექტის შესრულებაზე ხელშეკრულება სხვადასხვა კომპანიებთან ორჯერ გაფორმდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო სამუშაოების შესრულება ვერ მოხდა.

გზის აღნიშნული მონაკვეთი საკმაოდ რთულ რელიეფს წარმოადგენს. ხარაგაულის მერიის ჩართულობის და მუშაობის შედეგად, კვლავ მოხდა პროექტის ტენდერზე გატანა, გამოვლინდა გამარჯვეული კომპანია, რომელიც რელიეფისათვის მისადაგავებული ტექნიკით აწარმოებს სამუშაოებს,"-ამბობს დავით დევდარიანი.

პროექტის ღირებულება 440 ათას 189 ლარია. სამუშაოებს შპს ,,მათე“ ასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.


ნანახია: 203-ჯერ

მსგავსი სიახლეები