Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ხონის, როგორც თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ქალაქად გარდაქმნა იყო ჩემი ერთ-ერთი მიზანი, რომელიც გამაჩნდა მერობის პირველი დღიდან და 4 წლის თავზე ყველა ვხედავთ გადადგმულ ნაბიჯებს "

თარიღი : 20-08-2021, 13:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ლადო ჯურხაძე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მადლობას უხდის იმ ნდობისთვის, რომელიც მათ 4 წლის წინ გამოუცხადეს.

ჯურხაძე, რომელიც გასული 4 წლის განმავლობაში ხონს ხელმძღვანელობდა, მუნიციპალიტეტის მერობისთვის ამჯერადაც იბრძოლებს.

„ჩვენ ერთად გავიარეთ ძალიან რთული, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდი. ჩემს მიერ დასახული მიზნების ნაწილი უკვე განხორციელდა ან მიმდინერე სამუშაო პროცესშია. თუმცა კარგად ვაცნობიერებ, რომ პრობლემები გაცილებით მეტია და გარწმუნებთ ჩემს გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად აუცილებლად გავუმკლავდებით.

პასუხისმგებლობის საპასუხოდ კი, რომელიც თქვენს წინაშე 4 წლის წინ ავიღე, არაერთი შესრულებული წინასაარჩევნო დაპირება შემიძლია მოვიყვანო მაგალითად. ჩემს გუნდთან ერთად ორიენტირებული ვარ ყველა ხონელის კეთილდღეობის ხელშეწყობაზე. ამის დასტურია ბევრი კონკრეტული გაკეთებული საქმე და სამომავლო გეგმები. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ქუჩებსა თუ საგანმანათლებლო, კულტულურ, სპორტულ დაწესებულებებში, 16 მილიონიანი პროექტი ძეძილეთი-ნოღა-გორდის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი ტურისტული გზა, 2,5 მილიონამდე (2 379 996 ლარი) ღირებულების წყალმომარაგების პროექტი ახალშენისა და ნამაშევის დასახლებაში, მილიონამდე საგრანტო თანხების მოზიდვა ინფრასტრუქტურისა და მეწარმეების ხელშესაწყობად.

ხონის, როგორც თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ქალაქად გარდაქმნა ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მიზანი, რომელიც გამაჩნდა მერობის პირველი დღიდან და 4 წლის თავზე ყველა ვხედავთ გადადგმულ ნაბიჯებს ქალაქის ცენტრისა და ცენტრალური ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რასაც საბოლოოდ მოყვება დასუფთავებისა და გამწვანების კუთხით არსებული გამოწვევების გადაჭრა. დაუღალავი მუშაობა ინვესტორებთან სოფლის მეურნეობისა და სხვა სამრეწველო ინდუსტრიების განვითარებისთვის- ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც გუნდთან ერთად ვაკეთებთ და გავაკეთებთ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ვიცით საით უნდა წავიდეთ და როგორ მოვაგვაროთ გამოწვევები,"-ამბობს ლადო ჯურხაძე.

მისივე თქმით, აქტიურად გრძელდებას მუშაობა მუნიციპალიტეტის განვითარების კონცეფციაზე.

„გვაქვს ხელშესახები ბერკეტები, რომ პრობლემები და გამოწვევები, რაც ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს და თქვენ, ჯერ კიდევ გაწუხებთ ერთად გადავჭრათ.

მნიშვნელოვანია ხონელი ახალგზარდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. იმ გადაწყვეტილებების, რომლებიც ხონს გახდის კიდევ უფრო ძლიერს და უფრო კომფორტულს საცხოვრებლად. ხონს დიდი რესურსი და პოტენციალი აქვს, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში შევძლებთ სწრაფ განვთარებას და წინსვლას.
კიდევ ერთხელ გთხოვთ მხარდაჭერას, გაერთიანებას ხონისთვის, რათა ერთობლივად, ერთმანეთის გვერდით დგომით შევძლოთ ძალიან მნიშვნელოვანი დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა და სამომავლო გეგმების სისრულეში მოყვანა.

მოგიწოდებთ ყველას, რომ ერთად შევქმნათ ხონში ახალი შესაძლებლობები!,"-ამბობს ლადო ჯურხაძე.


ნანახია: 568-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლადო ჯურხაძე ამომრჩეველს არსებულ პრობლემებზე, სამოქმედო გეგმასა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

ამინდი