Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პური შესაძლოა ისევ გაძვირდეს

თარიღი : 19-08-2021, 19:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მსოფლიოში ხორბალი ისევ ძვირდება. თუმცა ეს ტენდენცია ქართულ ბაზარზე ჯერ არ ასახულა და შესაბამისად, ჯერჯერობით არც ფქვილი გაძვირებულა და არც პური.

თუმცა, როგორც პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე ამბობს, ფასის გადახედვა ოქტომბრამდე არ იგეგმება. შემდეგ კი შესაძლოა, ასოციაციამ ხელისუფულებას სუბსიდირებისთვის კვლავ მიმართოს.

,,ქართულ ბაზარზე ხორბალი შემოდის რუსეთიდან, ნაწილი ხვდება კახეთის წისქვილებში და იქედან წამოსული ფქვილი ღირს 55 ლარი და ბევრი წარმოება ამას ყიდულობს, რადგან კარგი ფქვილია, დიდ წისქვილებში დამზადებული ფქვილი კი 62 ლარი ღირს.

სუბსიდირების დასრულების შემდეგ 10 თეთრით რომ გაიზარდა პურის ფასი, მას შემდეგ ეს ღირებულება შენარჩუნებულია და ოქტომბრამდე არ იგეგმება გადახედვა. მერე ვნახოთ, რა მდგომარეობა იქნება. არჩევნების მერე ალბათ, ისევ მივმართავთ მთავრობას, რომ სუბსიდირების პროგრამა, ან რამე ასეთი ინექცია გამოიყენონ. ჯერ რომ გითხრათ, საქართველოში ბოლო გაძვირება არ ასახულა.

ამასთან, წელს ქართული ხორბლის მოსავალიც კარგია. აქამდე თუ ბაზრის 10% ეჭირა, წელს უკვე 15%-მდე არის გაზრდილი. თუმცა, როგორც ვიცი ლოჯისტიკა, კომბაინების დეფიციტი წელს პრობლემა იყო ფერმერებისთვის“-, აცხადებს დოლიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზმა, რომელიც ხორბლის მოსავლის შემცირებას უკავშირდება, მსოფლიო ბაზარზე პროდუქტის გაძვირება გამოიწვია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსული ხორბლის ფასი 20 დოლარით გაიზარდა და 286-287 დოლარს მიაღწია. (ცნობისათვის, საქართველო ხორბალს ძირითადად რუსეთში ყიდულობს).


ნანახია: 195-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხორბლის ჭარბი მოსავლის ფონზე, ექსპერტები მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასების კიდევ უფრო დაცემას პროგნოზირებენ.

ამინდი