Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

20 აგვისტოს, ქუთაისში მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება შეეზღუდება

თარიღი : 19-08-2021, 17:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
20 აგვისტოს ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება შეეზღუდება.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, 20 აგვისტოს 09:00 საათიდან - 20:00 საათამდე ქუთაისში - ბუხაიძის, შარტავას I შესახვევს, ირ.აბაშიძის N 1-დან N 20 ჩათვლით, 9 აპრილის N 7, არაყიშვილის, რუსთაველის N112 და N 120 ჩათვლით, (ლუწები) ცხინვალის და ჯავახიშვილის (შესახვევი I) ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება.

„წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო,“-ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 381-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი