Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ნახავთ ხვალ, ორმაისობის დღესასწაულზე ქუთაისში?

თარიღი : 1-05-2014, 12:40 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხვალ, გვირილობის დღესასწაულს ქუთაისი მრავალფეროვანი პროგრამით შეხვდება. დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და მუხნარის ტყე–პარკში 25 სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
დღე ტრადიციულად ბაგრატის ტაძარზე, მეუფე კალისტრატეს ლოცვა–კურთხევით დაიწყება, რის შემდეგაც მერიაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიიღებენ. მიღების დასრულებისთანავე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები პატივს მიაგებენ სამი ოთარის ძეგლს.
პატივგების რიტუალის შემდეგ დღესასწაული ტრადიციულად მუხნარის ტყეში გაგრძელდება, სადაც, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართება.
დღის მეორე ნახევრიდან ქუთაისის ცენტრში, მონ პლაზირის ტერიტორიაზე და ვერიკო ანჯარაფიძის სკვერში მოეწყობა ყვავილების გამოფენა და თეატრალიზებული მსვლელობა. ანჯაფარიძის სკვერში ასევე საზეიმოდ გაიხსნება ქვევრის ძეგლი.
14 საათზე კი მდინარე რიონზე დაიწყება ტრადიციული შეჯიბრი–ჯომარდობა. დღის მეორე ნახევარში სხვადასხვა ღონისძიებას ასევე უმასპინძლებენ თოჯინებისა და ნიღბების თეატრები, პირველი სკოლა, ასევე ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა რარიტეტული წიგნებისა და იშვიათი გამოცემების გამოფენით.
15 საათიდან კონცერტი დაიწყება ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში, რომელიც საღამოს 19 საათამდე გაგრძელდება. პარალელურად ორმაისობისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში.
დღეს დაასრულებს გალა კონცერტი და ლაზერული შოუ ცენტრალურ მოედანზე, რომელიც 19 საათიდან დაიწყება.
ორმასიობის დღესასწაულისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარი გამოიყო.


ნანახია: 3122-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღის განმავლობაში ქალაქში სულ 25 სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
დღის კულმინაცია ე.წ. ლაზერული შოუ საღამოს ცხრა საათიდან დაიწყება.
ფალიაშვილის ქუჩაზე მხოლოდ სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყობა
ქუთაისის მერია ქალაქის დღესასწაულის-'გვირილობის' პროგრამას აქვეყნებს.
ქუთაისი გვირილობის დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება.

ამინდი