Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი სოც. სამსახურის უფროსის გადაყენებას ითხოვს

თარიღი : 30-04-2014, 16:18 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
დღეს საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გია გოქაძემ მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის ზურაბ მარგველაშვილის გადაყენება მოითხოვა. მისი განცხადებით, სოციალურ ქსელში მარგველაშვილის მიერ გამოქვეყნებული პოსტი ქუთაისელებისთვის შეურაცხმყოფელია.
"იმის მაგივრად, რომ მერს პასუხი მოეთხოვა მარგველაშვილისთვის ამ შეურაცხმყოფელი განცახდებისთვის, პირიქით, მის გამართლებას შეეცადა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თავად შოთა მურღულიაც ასე ფიქრობს თანაქალაქელებზე. მოვუწოდებ მარგველაშვილს მოიხადოს საჯარო ბოდიში და გადადგეს თანამდებობიდან",–აცხადებს გოქაძემ.
საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატის განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს თავა მარგველაშვილი და გოქაძის მოთხოვნის გამო გადადგომას არ აპირებს.
"რა თქმა უნდა ამის გამო არ გადავდგები. გოქაძის განცხადებებზე საერთოდ არ მიმაჩნია საჭიროდ კომენტარის გაკეთება, რადგან ისედაც ცხადია, რომ მისი ეს უსაფუძვლო მოთხოვნა პოლიტიკური ქულების ჩაწერის სურვილითაა გაკეთებული",–ამბობს მარგველაშვილი.


ნანახია: 1886-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატის გია გოქაძის განცხადებით, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ქალაქის მერიის შენობა უნდა
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის განცხადებით, ქალაქის საკრებულოს დეპუტატებმა და უკვე ყოფილმა მერმა შოთა
გია გოქაძის ინფორმაციით, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი უახლოესს დღეებში გადადგომის შესახებ განცხადებას

ამინდი