Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აგვისტოს ომის ზესტაფონელ გმირს ზესტაფონის მერმა პატივი მიაგო

თარიღი : 8-08-2021, 16:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აგვისტოს ომის გმირის, ზაზა ფერაძის სახელობის მემორიალთან, ზესტაფონის მერი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. გვირგვინით შეამკეს აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის, ზაზა ფერაძის სახელობის მემორიალი. 2008 წლის, აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მამა გიორგიმ. მემორიალთან ზაზა ფერაძის ოჯახის წევრებიც იყვნენ შეკრებილნი.

ზაზა ფერაძე 2008 წლის რუსეთ - საქართველოს აგვისტოს ომის დროს, გმირულად დაიღუპა სოფელ შინდისთან, როდესაც დაჭრილი თანამებრძოლების დასახმარებლად შებრუნდა ფრონტის ხაზზე.

„ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს, რომელთა შორისაა ჩვენი ქალაქის მკვიდრი, ზაზა ფერაძე. ზაზამ საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის ერთიანობას, მის მომავალს შესწირა. არც კი დაფიქრებულა, როდესაც ფრონტის ხაზზე, დაჭრილი თანამებრძოლების დასახმარებლად შებრუნდა. დიდება გმირებს, მათ სახელებს, რომელთა ხსოვნა არასოდეს მიეცემა დავიწყებას“,- განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

ზაზა ფერაძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. ზაზა ფერაძის სახელობისაა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი საქართველოში.


ნანახია: 347-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალთან ჯარისკაცები და გმირთა დედებიც მივიდნენ
იმერეთიდან ომს 34 მებრძოლი ემსხვერპლა.
დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს
2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალთან ჯარისკაცები და გმირთა დედებიც მივიდნენ.

ამინდი