Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდება გზებზე?-შეზღუდვა ქუთაისი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე

თარიღი : 5-08-2021, 17:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლ2021 წლის 6 აგვისტოს 02:00სთ-დან 05:00სთ-მდე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კილომეტრზე არსებული ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან საავტომობილო გზის 194-ე კილომეტრამდე (ქ. ზესტაფონი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, მოძრაობის აკრძალვა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 156-ე კილომეტრზე (სოფელი ხუნევი) საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციის ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის“ საქართველოს ფილიალის მიერ, შესაბამისი ტექნიკური ღონისძიებების გატარებას ემსახურება.

“დროის აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალება,”-ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 448-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი