Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ხარაგაულში, დაბის ტერიტორიაზე გვექნება წყლის მიწოდების ახალი რეზერვუარები და ალტერნატიული ჭაბურღილები, რომელიც გააორმაგებს წყლის მიწოდებას და საგრძნობლად გააუმჯობესებს ამჯერად არსებულ წყლის მიწოდების გრაფიკს”

თარიღი : 5-08-2021, 12:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, დაბა ხარაგაულში ე.წ. ,,წყალსადენის“ ტერიტორიაზე წყლის ალტერნატიული ჭაბურღილების გაჭრა მიმდინარეობს.

წყლის მიწოდების ალტერნატიულ გზებზე მუშაობის მიზანი მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების დროის და ხარისხის გაუმჯობესებაა.

ამ ეტაპზე, უკვე გაიჭრა 2 ჭაბურღილი, თითოეული 120 მეტრზე. ამჯერად მესამე ჭაბურღილზე მიმდინარეობს მუშაობა. სამუშაოებს კომპანია ,,ლ&კ“ ასრულებს.

“დაბის ტერიტორიაზე გვექნება წყლის მიწოდების ახალი რეზერვუარები და ალტერნატიული ჭაბურღილები, რომელიც გააორმაგებს წყლის მიწოდებას და საგრძნობლად გააუმჯობესებს ამჯერად არსებულ წყლის მიწოდების გრაფიკს,”-ამბობს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი.

მერი წყლის რაოდენობის კლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მოსახლეობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსაც პასუხობს.

“უნდა აღინიშნოს, რომ წყალი მოსახლეობას იგივე რაოდენობით მიეწოდება და დეფიციტი მხოლოდ მოხმარების გაზრდის გამო შეინიშნება.

სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად შევეცადეთ წყლის დამატებითი რესურსის მისაღებად ახალი გზები მოგვეძებნა, რომ მოქალაქეებს, წყლის გრაფიკის გამო პრობლემა აღარ ჰქონდეთ.

მოგეხსენებათ, პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტის სამუშაოები. ლეღვნის წყლის სისტემის ამოქმედება დაბა ხარაგაულის უწყვეტ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს,”-აცხადებს კობა ლურსმანაშვილი.


ნანახია: 234-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლის გარეშე არის დარჩენილი.
ვაჟა ფშაველას ქუჩაზე 3 ახალი რეზერვუარი შენდება,რომელიც ქალაქის ცენრტალურ ნაწილში წყლის 24 საათინ მიწოდებას უზრუნველყოფს

ამინდი