Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აუნაზღაურებელი სპექტაკლი და კრიზისი ქუთაისის ოპერის თეატრში

თარიღი : 30-04-2014, 15:44 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისის ოპერის თეატრში 23 იანვარს გამართულ სპექტაკლ "ქეთო და კოტეში" დასაქმებულ მსახიობთა ნაწილი სპექტაკლში მონაწილეობისთვის გათვალისწინებულ თანხას ითხოვს. მათი თქმით, თეატრს მსახიობების წინაშე დავალიანება ამ დრომდე არ დაუფარავს. მსახიობები ამბობენ, რომ ხელმძღვანელობა მათ სპექტაკლში მონაწილეობისთვის პრემიის სახით 300 ლარს დაპირდა, თუმცა თეატრს კონკრეტული როლისთვის გათვალისწინებული თანხის ნაწილიც არ აქვს გადახდილი. მსახიობები თეატრში არსებულ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ დირექტორმა ხატია ვედმედევამ ისინი ცრუ დაპირებებით მოხიბლა.
დაპირებები კი, რომელიც ოპერის თეატრის ახალმა ხელმძღვანელმა გასცა 17 მილიონი ლარის ღირებულების იყო. მსხვილბიუჯეტიანი პროექტის ფარგლებში, კულტურული ცხოვრება არამხოლოდ ოპერის თეატრში, არამედ მთელ ქუთაისში უნდა აღორძინებულიყო. უშუალოდ ოპერის თეატრი კი ვედმედევას თქმით საერთაშორისო დონის თეატრად უნდა ქცეულიყო.
დაპირებებიდან რამდენიმე თვეში კი ხატია ვედმედევა ამბობს, რომ პროექტი დროებით შეჩერდა, რისი მიზეზიც საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისთვის პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვა გახდა, რის შემდეგაც მარგველაშვილის მხარდაჭერით შემუშავებული პროექტი კულტურის სამინისტრომ შეაჩერა. 17 მილიონიანი კრახის ფონზე ვედმედევა არც თეატრში არსებულ მძიმე ფინანსურ მდგომარეობას მალავს და ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში სპექტაკლის შემოსავალი მსახიობთა სახელფასო ანაზღაურებასაც არ ყოფნის.
"ბოლო სპექტაკლიდან მხოლოდ 800 ლარი შემოვიდა და როგორ შეიძლება ამ თანხით სპექტაკლში დაკავებულ მსახიობებს ანაზღაურება მისცე? რაც შეეხება "ქეთოს და კოტესთან" დაკავშირებულ კონკრეტულ შემთხვევას, ინფორმაცია პრემიის სახით 300 ლარის დაპირების შესახებ არასწორია. ასეთი რამ არ ყოფილა. როლის თანხა კი ჩვენი კეთილი ნებით გვინდოდა მათთვის მიგვეცა, მაგრამ პროექტის შეჩერების გამო ეს ვერ მოხერხდა, თუმცა, აქვე მინდა ვთქვა, რომ თეატრი არ არის ვალდებული მათ ეს თანხა გადაუხადოს, რადგან ისინი ყოველთვიურად იღებენ ხელფასს. შესაბამისად, თეატრს "ქეთოს და კოტეს" სპექტაკლში დასაქმებული მსახიობების წინაშე დავალიანება არ აქვს",–ამბობს ვედმედევა.
ხატია ვედმედევა ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორად 2013 წელს დაინიშნა.მან ამ პოსტზე როზა დვალიშვილი შეცვალა.


ნანახია: 1733-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვედმედევას თქმით, ოპერის თეატრის ყოფილმა დირექტორმა თეატრს 700 კვადრატი დაუკარგა და ასევე თანხები არამიზნობრივად დახარჯა.
ქუთასის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გენერალური დირექტორი ხატია ვედმედევა ფოტოებს
ოპერის თეატრის გენერალური დირექტორის ხატია ვედმედევას თქმით, ბევრი დარღვევა ფიქსირდება. კერძოდ, თეატრის სახელფასო ფონდიდან რაც
ქუთაისი ვიცე-მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის დასს, ახალი დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი
რას ფიქრობენ ქუთაისის ოპერის თეატრში მიმდინარე პროცესებზე და როგორ აფასებენ დაწესებულების საქმიანობას ის ადამიანები, რომლებიც
შეგახსენებთ, რომ ოპერის თეატრის ყოფილი მმართველი ხატია ვედმედევა სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ რამდენიმე თვის წინ

ამინდი