ზესტაფონში, ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი გაიხსენეს
თარიღი : 3-08-2021, 17:45 | კატეგორია: ახალი ამბები

3 აგვისტოს, ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს, გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა.
“3 აგვისტო, მტკივნეული თარიღია არა მარტო მდინარი ბებიაშვილის ოჯახის წევრებისთვის, ეს მთელი ერის ტკივილია. იმ ერის, რომელსაც უამრავი გმირი ჰყავს და 2017 წლის 3 აგვისტოს მათ სახელებს ზესტაფონელი მდინარი ბებიაშვილიც შეუერთდა. მათი სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას,”-ამბობს ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე.