Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'თუ გვინდა, რომ ნორმალური ცხოვრება გავაგრძელოთ, უნდა ავიცრათ,'-ვაქცინაცია ხარაგაულში

თარიღი : 3-08-2021, 17:02 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საყოველთაო ვაქცინაცია რეგიონული ჯანდაცვის ცენტრ "ხარაგაულსა" და გადაუდებელი დახმარების ცენტრ "ბორითში" მიმდინარეობს.

"4 მაისიდან გვაქვს გეგმიური აცრები. სიახლეა ის, რომ უკვე ნებისმიერს შეუძლია რეგისტრაციის გარეშე აიცრას. ჩვენ გვაქვს ვირტულური კაბინეტი, სადაც რეგისტრაციას გავატარებთ და იმავე დღეს ავცრით ყველა მსურველს. შეიძლება ითქვას, რომ არარეგისტრიებულ მოქალაქეს აცრაზე პრობლემა აღარ ექნება,"-ამბობს აზა ფურცელაძე.

"მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი ვაქცინაციაა. წლების წინ, როდესაც სხვადასხვა დაავადებები თუნდაც ქოლერა , შავი ჭირი იყო გავრცელებული, ვაქცინაციით გადარჩა ხალხი. ვაქცინაცია იქნება ერთ-ერთი გამოსავალი ასეთი მოუშორებელი ჭირისგან რომ გაგვათავისუფლოს. ავიცერი სინოფარმით, დღეს მეორე აცრას ვიკეთებ. ვთვლი , რომ ყველამ უნდა აიცრას,"-ამბობს ქეთი ხარაძე.

"თუ გვინდა, რომ გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება, უნდა ავიცრათ. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, მოვუწოდებ ყველას რომ აიცრას, ეს არის ალბათ ერთადერთი გამოსავალი, მეორედ ვიკეთებ დღეს სინოფარმით აცრას და არანაირი გვერდითი მოვლენები არ მქონია,"-ამბობს მაია ბლუაშვილი.

ვაქცინაციის შემდეგ, პაციენტი ადგილზე 45 წუთის განმავლობაში უნდა გაჩერდეს. აცრილი პირების განმეორებითი ვაქცინაცია 21-დღიანი შუალედის შემდეგ ტარდება.
აცრილ ადამიანს დამადასტურებელი ცნობა მიეცემა.


ნანახია: 416-ჯერ

მსგავსი სიახლეები