Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიორგი გახარიამ ზესტაფონში, ბაღდათსა და ხარაგაულში პარტიის ოფისები გახსნა

თარიღი : 1-08-2021, 14:30 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ იმერეთში კიდევ 3 რეგიონული ორგანიზაცია გახსნა - ხარაგაულში, ზესტაფონსა და ბაღდათში. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ხარაგაულში, ზესტაფონსა და ბაღდათში ოფისები გიორგი გახარიამ გუნდის წევრებთან ერთად ბექა ლილუაშვილთან, ეკატერინე ვეფხვაძესთან და ზაზა თავაძესთან ერთად გახსნა.

“გიორგი გახარია განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს, ის დღეს სამივე ქალაქში შეხვდა შეკრებილ მხარდამჭერებს, მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა მათ და ასევე გააცნო პარტია „საქართველოსთვის" პროგრამული ხედვა.

პარტია „საქართველოსთვის" ოფისები უკვე ფუნქციონირებს: თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონში, ბაღდათში, ხარაგაულში, ბათუმში, ქობულეთში, ქედაში, შუახევში, ხელვაჩაურში, ხულოში, ზუგდიდში, ფოთში, მარტვილში, ჩხოროწყუში, გორში, მცხეთაში, დუშეთში, ყაზბეგსა და თიანეთში. მსურველებს ასევე აქვთ შესაძლებლობა ონლაინ გააკეთონ განაცხადი პარტიის წევრობაზე ან გახდნენ პარტიის მხარდამჭერები ( http://forgeo.ge )“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 342-ჯერ

მსგავსი სიახლეები