Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘გვაიძულებენ რაც შეიძლება მეტი სესხი გავცეთ და ეს ყველაფერი თვეში 389 ლარად, მთელი დღე ისეთ სტრესში ვართ, ბევრი გაიქცა და დღემდე ფსიქოლოგთან დადის,’-ვითარება ლიბერთი ბანკში

თარიღი : 1-08-2021, 10:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“ლიბერთი ბანკი”-ს მოლარე-ოპერატორი ბანკში არსებული მძიმე სამუშაო პირობების, ხელმძღვანელობის მხრიდან თანამშრომელთა დამცირებისა და მიზერული ანაზღაურების შესახებ საუბრობს. ბანკის თანამშრომლის წერილს კამპანია “არა მონობას” აქვეყნებს.

“მე ვარ ლიბერთი ბანკის მოლარე ოპერატორი. დღეს ყველა ჩემი კოლეგის სათქმელს ვიტყვი. პირველ რიგში, ბანკის ხსენებაზე ალბათ ფული გახსენდებათ და იქ მომუშავე ადამიანებიც კარგი ხელფასებით.
თუმცა დღეს ლიბერთი, ბანკის გარდა, ყველაფერია.

დავიწყებ იმით, რომ ფილიალში უნდა ვიყოთ 09:30 და 10:00 უკვე ვაღებთ. გაგეცინებათ და ამ ნახევარ საათიან ზეგანაკვეთურს ბანკი 2,30 თეთრად გვინაზღაურებას.

ვმუშაობთ 6-ის ნახევდამდე. ნუ ეს იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელს არ მოუნდა სხვადასხვა მიზეზით ჩვენი კიდევ დატოვება. კვირაში ერთი დღე ვისვენებთ. გეცოდინებათ ლიბერთი ძირითადად პენსიონერებს ემსახურება.ჯერ რა რთულია ზოგადად ადამიანებთან კონტაქტი როცა ბანკში მუშაობ და მითუმეტეს პენიონერებთან. მთელი დღის განმავლობაში ისეთ სტრესში ვართ, ბევრი ჩვენგანი უკანმოუხედავად გაიქცა.ზოგი დღემდე ფსიქოლოგთან დადის ისეთი ტრამვა მიიღო. ყველაფერთან ერთად არ გვაქვს უფლება რამეზე შევეპასუხოთ, ყოველთვის დამნაშავე ჩვენ ვართ, რაც არ უნდა იყოს და ვითმენთ ასე ყოველდღე ლანძღვა- გინებას, წყევლა-კრულვას და ათას საშინელებას.

მერე ამას დამატებული ხელმძღვანელობის საშინელი დამოკიდებულება ( ზოგ ფილიალში გაუმართლათ და კარგი ხელმძღვანელობა ჰყავთ). პლიუს ამას გვაიძულებენ რაც შეიძლება მეტი სესხი გავცეთ. და ეს ყველაფერი თვეში 389 ლარად. დიახ არ მოგესმათ თვიდან თვემდე ამ ყველაფერს 389 ლარად ვითმენთ. თუ ფილიალმა გეგმა შეასრულა, რაც წარმოუდგენელია მაქსიმუმ 200 ლარი დაგიმატონ.

კიდევ ერთი დიდი მარაზმი ამ ბანკში არის ის, რომ თუ გაგიმართლა და გარემონტებულ ფილიალში მუშაობ, მაშინ ხელფასი 100 ლარით მეტი გაქვს. გამოცანაა და ჯერ ვერ ამოვხსენით და იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ ერთსა და იმავე პოზიციაზე იგივე დატვირთვით მომუშავე ადამიანებს გარემონტებულ ფილიალში რატომ აქვს 100 ლარით მეტი ხელფასი და გაურემონტებელში ნაკლები??

კიიდევ ერთი უბედურება ისაა, რომ ხმის ამოღება და თუ არ მოგწონს წადი ერთია.

ახლა ამ პოსტსაც რომ ნახავენ, ისევ დაიწყებენ დაშინებას და გარკვევას რომელმა მოგწერეთ.

ალბათ იკითხავთ რატომ ვმუშაობთ თუ არ მოგვწონს?? იმიტომ, რომ უკეთესი ალტერნატივა არ გვაქვს. იმიტომ, რომ ოჯახები დგას ჩვენს უკან. იმიტომ, რომ სახელმწიფომ თავის ნებაზე მიუშვა ბიზნესი და ჩვენ პატიოსანი მშრომელი ხალხი თავისუფალი ნების გარეშე დაგვტოვა თავად ავირჩიოთ ღირსეული სამუშაო. ახლა ცხვრებივით, რასაც გადმოგვიგდებენ და საითაც მიგვითითებენ, იმაზე თავს ვუქნევთ იმის შიშით, რომ მშივრები არ მოვკვდეთ. აი ეს არის თქვენი ლიბერთი ბანკი. მადლობა თქვენს ორგანიზაციას იმისთვის რომ ამდენ ადამიანს ასე ეხმარებით. თქვენ ხართ ჩვენი იმედი,”-ნათქვამია წერილში.


ნანახია: 339-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ლიბერთი ბანკის“ თერჯოლის ფილიალის თანამშრომლები და ფილიალის მმართველი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.68 ლარს მიაღწია.
"ლიბერთი ბანკის" ფილიალიდან სეიფი გაიტანეს.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მოკლვევას სამართალდამცავები აწარმოებენ.