Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

3 აგვისტოდან ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია იწყება

თარიღი : 30-07-2021, 11:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 3 აგვისტოს დანიშნავს. “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, საკრებულოებისა და მერების მორიგ არჩევნებს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, არჩევნებამდე 60 დღით ადრე ნიშნავს.

კანონმდებლობით საკრებულოებისა და მერების მორიგი არჩევნების დროდ საარჩევნო წლის ოქტომბრის პირველი შაბათი განისაზღვრა. შესაბამისად, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იმართება.
ამასთან, 3 აგვისტოდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება.

შესაბამისად, ამ დღიდან მთელი რიგი რეგულაციები და შეზღუდვები იწყებს მოქმედებას, რასაც წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობა ადგენს.
“საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები თანასწორი უფლებებით სარგებლობენ და კანონით დადგენილი წესით, თანაბარი ვალდებულებები აკისრიათ.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.

ამასთან, აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ჩაითვლება.


ნანახია: 233-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რა პასუხისმგებლობას იწვევს სააგიტაციო მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა? კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ბლოგი.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ანგარიში.
საარჩევნო მიმართულებით ორგანიზაცია ორ ახალ პროექტს ახორციელებს.
რომელი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს ეძლევათ ან ეკრძალებათ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა? როგორც ისჯება არჩევნების