Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში პირველი ქალი მფრინავისადმი მიძღვნილი სპექტაკლი გაიმართება

თარიღი : 30-07-2021, 11:06 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
30 ივლისს, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში სპექტაკლი გაიმართება, რომელიც პირველ ქართველ მფრინავ ქალს - რუსუდან ჟორდანიას ეძღვნება.

სპექტაკლი მაია სარიშვილის ნაწარმოების მიხედვით-„მაღალი და დაბალი ქვაბები და ცაში გაფრენა“ და რეჟისორ მაგდა ჩიხლაძის ხელმძღვანელობით შედგება.

სპექტაკლების სერია პროექტის ფარგლებში - „კუტურული ინდუსტრიის იდეოლოგიური გადააზრება ფემინისტურ ჭრილში“ იმართება. პროექტი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ, ქალთა ფონდის მხარდაჭერით (Women's Fund in Georgia) ხორციელდება.

პროექტის მანძილზე კიდევ ორი სპექტალი დაიდგმება: დავით ტუაშვილის “მედეა” და დიანა ანფიმიადის ზღაპარი კალიგრაფ ქალზე.

პირველი მფრინავი ქალისადმი მიძღვნილი სპექტაკლი 17 საათზე გაიმართება. ღონისძიება რეგულაციების სათანადოდ დაცვით შედგება.

ცნობისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, 2018 წელს გამოიცა კრებული. კრებულში შესულია 12 თანამედროვე ქართველი მწერლის მიერ შექმნილი 21 ზღაპარი იმ ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.


ნანახია: 245-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, ხვალ, 18:00 საათზე, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ოთარ
ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, ხვალ, 18:00 საათზე, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ოთარ
სპექტაკლი სახელწოდებით 'ჭინჭრაქა' მესხიშვილის თეატრში 11 იანვარს, 14 საათზე გაიმართება
სპექტაკლი სახელწოდებით "ღია შუშაბანდი" მოსკოვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დიდ დარბაზში ჩატარდება.