Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ჩვენი სურვილია, დევები ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკრეაციულ ზონად ვაქციოთ,’-პროექტები, რომელიც ხარაგაულს კიდევ უფრო გაალამაზებს

თარიღი : 28-07-2021, 17:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დაბა ხარაგაულში დევების ქანდაკებებისა  და მიმდებარე სკვერის რეაბილატაცია და ხუნევის ბაღის მშნებლობა - ეს ის პროექტებია, რომელიც ხარაგაულში, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი დევების  ქანდაკებებისა და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და თანადაფინანსებისათვის  10 ათას ლარს გაიღებს, ხოლო ხუნევის ბაღისთვის  15 ათას ლარს. 

“ჩვენი სურვილია, დევები ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკრეაციულ ზონად ვაქციოთ, აქ არ არის მხოლოდ არსებულის განახლებაზე საუბარი, პროექტის ფარგლებში უფრო მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება. ვფიქრობთ, კლდოვანი ნაწილის ზემოთ მოეწყოს სკვერი და დევების ტერიტორიასა და სამომავლოდ შექმნილ რეკრეაციულ ზონასთან დამაკავშირებელი ასასვლელი გაკეთდეს, სადაც იქნება სველი წერტილები, ტურისტული ინფრასტრუქტურის შესაბამისი შენობა ნაგებობები. განახლებას საჭიროებენ  თვითონ დევების მონუმენტებიც. საერთო ჯამში,  ამ პროექტზე ნახევარი მილიონი დაიხარჯება, ეს არის ხარაგაულელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვნი ადგილი. ხარაგაული ამ ადგილზე ეგებება და ხვდება სტუმრებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადგილის მოწესრიგება, რომელიც ქმნის განწყობას ხარაგაულზე და სიმბოლურ დატვირთვას ატარებს,”-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

მერის ინფორმაციით, “საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილი იყო ასევე ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა ცაშეკრულას კანიონის და დიდი ისტორიული მნიშვნელობის მქონე დევების გამოქვაბულის რეაბილიტაცია.
წინადადებების სახით წარდგენილი იყო  ასევე ახალი მუზეუმის მშენებლობა და კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია.

როგორც მერი განმარტავს, ამჯერად პრიორიტეტი მიენიჭა იმ პროექტს, რომელიც წელსვე შეიძლება გაკეთდეს და დასრულდეს. სწორედ ამ ფორმით შეირჩა დევების ტერიტორია და ხუნევის ბაღი.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ხუნევის საბავშვო ბაღის შენობა დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. ბაღი 30 აღსაზრდელზეა გათვლილი.

“ზოგადად, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელსაც მუნიციპალიტეტი სხვადასხვა ფონდებიდან ახორციელებს,  მილიონი ლარის ღირებულების 2 პროექტი ემატება. მომავალი წლიდან  ჩვენ შეგვიძლია ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში  სხვა პროექტების განხორციელებაზეც ვიზრუნოთ. ხარაგაული ინფრასტრუქტურული მიმართულებით არ ჩერდება, უფრო მეტი სიახლეების მოლოდინში ვართ. მიმაჩნია, რომ ხარაგაული წარმატებით ახერხებს გაართვას თავი გამოწვევებს,”-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.


ნანახია: 719-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სუმოს ჩემპიონატს მხარს უჭერენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩემპიონი და გამარჯვებული სპორტსმენები.