Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘კახორის მთაზე ეკლესიის მშენებლობის დროს, ხალხი რიგში ჩამდგარა, ხელიდან ხელში აწვდიდნენ ქვას და ასე აუზიდიათ სამშენებლო მასალა,’-დღესასწაული, რომელსაც ხარაგაულში აღნიშნავენ

თარიღი : 28-07-2021, 17:48 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
28 ივლისს, მორწმუნეებმა ხარაგაულში, სოფელ ფარცხნალში, კახორის მთაზე, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მოილოცეს.

გადმოცემის თანახმად, ამ მთაზე კახორის წმინდა გიორგის სალოცავის აგება თამარ მეფის სახელს უკავშირდება.

კახორის მთაზე ეკლესიის მშენებლობის დროს, ხალხი რიგში ჩამდგარა, ხელიდან ხელში აწვდიდნენ ქვას და ასე აუზიდიათ სამშენებლო მასალა.

XXს. 30-იან წლებში ეკლესია აუფეთქებიათ, ხატები ახლო-მახლო ტყეში მიუყრიათ, ნაწილი ცეცხლისათვის მიუციათ.

ათწლეულების განმავლობაში კახორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მცირეოდენი ნანგრევების სახით იყო შემორჩენილი და მისი აღდგენა 2004 წელს მოხდა.

ამავე დღეს აღინიშნება „კვირიკობის“ დღესასწაული წმინდამოწამე კვირიკეს და მისი დედის ივლიტეს სახსენებლად. სოფელ ფარცხნალის ეკლესია სწორედ ამ წმინდანების სახელს ატარებს.


ნანახია: 652-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში ასობით მომლოცველია შეკრებილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგობას გოგნში ტრადიციულად მე-8 საუკუნიდან აღნიშნავენ.
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ ოფშკვითის ცენტრში მდებარეობს.