Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ყოფილ საგრენაჟო ქარხანაში მრავალფუნქციური სივრცე მოეწყობა

თარიღი : 28-07-2021, 17:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“აჭარა ჯგუფი” ქუთაისში შემოდის,-ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის მერის მოადგილე ავრცელებს.

ირაკლი ქარქაშაძის თქმით, ახალი ინვესტორი ქუთაისის ყოფილ საგრენაჟო ქარხანაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მრავალფუნქციური სივრცის განვითარებას იწყებს.

“ეს პროექტი ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა როგორც “აჭარა ჯგუფის” ყოფილი თანამშრომლისთვის, სადაც ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და საინტერესო წლები გავატარე და ახლა როგორც ქუთაისის მერის მოადგილისთვის, რომ შევძელი აღნიშნული კომპანიის დაინტერესება ჩემი მშობლიური ქალაქით.

პროექტი ახალ სამუშაო ადგილებს და რეგიონში მასპინძლობის ინდუსტრიაში ახალ გამოცდილებას და თავგადასავალს შექმნის.

ისეთი ინვესტორის ქალაქში შემოსვლა, როგორიც “აჭარა ჯგუფია”, დარწმუნებული ვარ, იქნება საუკეთესო მაგალითი, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის, რაც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქალაქს,”-ამბობს მერის მოადგილე.


ნანახია: 295-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის კოტე ლომიძის განცხადებით, ის აპირებს მერის შესარჩევ კონკურსში, ქუთაისის მერის
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ გარემოვაჭრეები.