Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერია სოფლად არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, დამატებით თანხებს გამოჰყოფს

თარიღი : 27-07-2021, 14:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერია სოფლად არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, დამატებით თანხებს გამოჰყოფს, რომელიც გზებზე, წყალსა და გარე განათებაზე დაიხარჯება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კობა ლურსმანაშვილმა ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე გააკეთა.

საბიუჯეტო ცვლილების შედეგად, დამატებითი ფინანსები გამოიყოფა ასევე სოციალური მიმართულებით, რაც მოქალაქეების დახმარების შესაძლებლობებს რეალურად გაზრდის.

150,0 ათასი ლარით გაიზარდა, სოციალური დაცვის ხარჯები. მათ შორის, სამკურნალო და საოპერაციო ხარჯები - 30,0 ათასი, ხოლო ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა - 70,0 ათასი ლარით.

35,0 ათასი ლარი დაემატა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების დახმარების პროგრამას.

“ამ ეტაპზე ჩვენ მომზადებულები ვხვდებით იმ გამოწვევებს, რომელიც სოციალური მიმართულებით არის და მას გაზრდილ ბიუჯეტს ვახვედრებთ. ჩვენ ინტერესებში შედის მაქსიმალურად შევძლოთ დავაკმაყოფილოთ იმ მოქალაქეების საჭიროებები, რომლებიც მერიას მომართავენ,”-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

თათბირზე აღინიშნა, რომ დამატებითი თანხების ფარგლებში ხარაგაულის მერია სოფლად სასმელი წყლის პრობლემების მოგვარების მიზნით, 100 ათას ლარს დახარჯავს.

“ჩვენ გავაკეთეთ გეგმა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან შემოსული მოთხოვნების შედეგად შემუშავდა. ხარაგაულის მერია 100 ათასი ლარით აფინანსებს სოფლად სასმელი წყლის პრობლემების მოგვარების საკითხს. შეძენილი იქნება მილები, რეზერვუარები, მოხდება არსებული სისტემების განახლება და ჩატარდება აღდგენითი სამუშოები. ეს არის ერთ- ერთი მასშტაბური ხასიათის სამუშაოები და შესყიდვები, რომელსაც ჩვენ სოფლებში სასმელი წყლის პრობლემების გადაჭრის მიზნით, მოქალაქეების მოთხოვნების შესაბამისად განვახორციელებთ,”-აღნიშნა მერმა.

ახალი საბიუჯეტო ცვლილებით, თანხები სოფლად არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით ასე გადანაწილდა.

გზების კაპიტალური შეკეთება- 120,0 ლარი;

გზების მიმდინარე შეკეთება - 180,0 ათასი ლარი;

სასმელი წყლის უზრუნველყოფა - 100,0 ათასი ლარი;

გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა - 30,0 ათასი ლარი.

“ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის მიერ, მერის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიეცათ რეკომენდაცია, სოფლად შესასრულებელი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, დროულად წარმოადგინონ პროექტები,”-აცხადებენ მერიაში.


ნანახია: 398-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართება, დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მანანა ბარბაქაძის