Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში 4 სოფლის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება

თარიღი : 27-07-2021, 13:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერიის დაკვეთით, მუნიციპალიტეტში ოთხი სოფლის-მარტოთუბანი, საწაბლე, სანახშირე და ცხრაწყაროს საავტომობილო გზების რეაბილიტაცია იწყება. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების საერთო ღირებულება 2 472 573 ლარია.

პროეტის ფარგლებში, სოფელ ცხრაწყაროში გზის აღდგენის სამუშაოები უკვე დაიწყო. ცხრაწყაროს საუბნო გზით სოფელ ძლოურდანეთის მოსახლეობაც სარგებლოს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ორი სოფლის, 250 - ზე მეტ ოჯახს, გაუუმჯობესდებათ გადაადგილების პრობლემა და როგორც სოფლის ცენტრთან, ასევე ქალაქთან დაკავშირებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლებენ.

ცხრაწყაროში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ დაათვალიერა და პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

სოფელ ცხრაწყაროს გზის რეაბილიტაციას სატენდერო ვალდებულების შესაბამისად შპს „მამისონი“ ასრულებს. პროექტი, გზის ბეტონის საფარით მოწყობას ითვალისწინებს.რეაბილიტაციისთვის 261 295 ლარი დაიხარჯება.


ნანახია: 198-ჯერ

მსგავსი სიახლეები