Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სპეციალისტები ლენტეხში, სტიქიის შედეგად წაღებული გზის აღდგენაზე მუშაობენ

თარიღი : 27-07-2021, 12:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სტიქიის შედეგად, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-
ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფელ საყდართან), ადიდებულმა მდინარემ
ხიდი და საავტომობილო გზა დააზიანა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია- ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ენგურმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
(ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კმ-ზე (კალა-იფარი) რკინა-ბეტონის
ხიდს მარცხენა ბურჯის საყრდენი გამოაცალა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზეც აიკრძალა ყველა სახის
ავტოტრანპსორტის მოძრაობა.

“საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ
ვითარებას და ამუშავებენ გეგმას, როგორც სტიქიის სალიკვიდაციო, ისე გაწმენდითი სამუშაოების
დასაწყებად, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს საავტომობილო მომისვლა,”-აცხადებენ დეპარტამენტში.


ნანახია: 194-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია