Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘დაგვეხმარეთ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი მეგობრები მეზობლები, ოჯახის წევრები,’-საგანგაშო ვითარება იმერეთში

თარიღი : 27-07-2021, 11:59 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთის რეგიონში კორონავირუსი 362 ადამიანს დაუდგინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რეგიონში დადებითობის მაჩვენებელი 9% -ს ასცდა.

“იმერეთში გასული 24 საათის განმავლობაში 4189 კვლევა გაკეთდა. დადებითია 362. დღეს ინფიცირებულებიდან, არსებული ლეტალობის სტატისტიკით, 5 შესაძლოა დაიღუპოს კოვიდთან ბრძოლაში. არ გაფიქრებთ ეს??? გაიკეთეთ პირბადე ყველგან, მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს, უარი თქვით დიდ სუფრებსა და თავშეყრებზე. დაგვეხმარეთ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი მეგობრები მეზობლები, ოჯახის წევრები. რა გვჭირს ხალხო!?ადამიანი ხომ მოაზროვნე არსებაა ამ პლანეტის. რატომ უნდა დაგვჭირდეს ჯაჭვი?,”-ამბობს გოჩა გიორგიძე.


ნანახია: 259-ჯერ

მსგავსი სიახლეები