Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დღეიდან საქართველოში ‘ფაიზერით’ ვაქცინაცია დაიწყო

თარიღი : 26-07-2021, 09:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით - „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.
მოქალაქეებს აცრა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქსა და 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ. ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 120-მდე ბრიგადა.

„ფაიზერის“ პირველ დოზებზე რეგისტრაცია 24 ივლისს განახლდა და სულ 147 000-მდე პირი დარეგისტრირდა, 4 750 პირს კი ჯავშანი არ დაუდასტურდა.

„ფაიზერზე“ რეგისტრაცია შესაძლებელი იყო 16 წლის და ზემოთ ასაკის, ასევე ინფექციის დადასტურებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ყველა იმ პირისთვისაც, რომელმაც კოვიდინფექცია გადაიტანა.

ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული "ფაიზერის" 500 000 დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვიდა.

აგვისტოს შუა რიცხვებიდან საქართველოში „ფაიზერის“ მორიგ პარტიას ელოდებიან.


ნანახია: 107-ჯერ

მსგავსი სიახლეები