Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გალაკტიონის ნატერფალები' ფარცხნალში

თარიღი : 22-07-2021, 12:37 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
გალაკტიონის ფარცხნალში პედაგოგად მოღვაწეობის ერთწლიან პერიოდზე დოკუმენტური ფილმის გადაღება დასრულდა.

იზა ვეფხვაძის წიგნის- "გალაკტიონის ნატერფალები" და ამავე სახელწოდების ფილმის პრეზენტაცია სიმბოლურად ფარცხნალში გაიმართა, იქ სადაც, გალაკტიონმა თავისი ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო წელი გაატარა.

ფილმში პერსონაჟების როლებს გალაკტიონის ფარცხნალში გატარებული ერთწლიანი ცხოვრების ეპიზოდიდან, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის თანამშრომლები და ხარაგაულელი ბავშვები ასრულებენ.

"შესაძლებელია ფარცხნალში გატარებული ერთი წელი გალაკტიონის ცხოვრებიდან ვინმესთვის ზღვაში წვეთია, ჩვენთვის, ხარაგაულისთვის კი მთელი საუკუნე. ფილმი აგებულია დოკუმენტებზე, რომელიც ლიტერატურის მუზეუმში და ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში მოვიძიე, ფილმში მოთხრობილია სრული ჭეშმარიტება და მთლიანად დოკუმენტური ხასიათისაა,"-ამბობს რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორი და მსახიობი იზა ვეფხვაძე.

"დღეს დოკუმენტური ფილმის ჩვენებით ხარაგაულმა უკვდავყო გალაქტიონ ტაბიძის სოფელ ფარცხნალში პედაგოგად მოღვაწეობის ერთ წლიანი პერიოდი და ხარაგაულის ისტორიის კუთვნილებად აქცია. უკვე დიდი ხანია, ხარაგაულის სევდიანი სადგური, გალაქტიონის ცაცხვი და სოფელი ფარცხნალი ხარაგაულის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა. მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ იზა ვეფხვაძეს, რომელიც იღწვის და ასე ლამაზად აცოცხლებს ხარაგაულის წარსულს,"-განაცხადა ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა.
https://i.postimg.cc/PfRq7Zdz/koba-lursmanashvili.jpg
ფილმის პრეზენტაციის დროს იზა ვეფხვაძემ წიგნის-"გალაკტიონის ნატერფალები“ გამოცემაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა სოფელ ფარცხნალის მკვიდრს, გელა ბუაჩიძეს, რომელსაც მადლობის ნიშნად თეატრის სახელით საჩუქრად გალაკტიონის მხატვრული ტილო გადაეცა.

დოკუმენტური ფილმის გადაღება, ეს იყო მცდელობა კიდევ ერთხელ გაცოცხლებულიყო და ისტორიას ცხადად შემორჩენოდა ყველა ის მოგონება, რეალობა, თუ მითი რაც გალაკტიონს ხარაგაულთან აკავშირებს.


ნანახია: 495-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხნალში ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი 2016" და სამხატვრო პლენერი „გამა"დაიწყო.
დოკუმენტური ფილმი რეზო ჭეიშვილის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმის გადაღება მაშინ დაიწყო, როცა მწერალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

ამინდი