Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერის საჩუქარი პირვეკლასელებს

თარიღი : 20-07-2021, 11:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
219 ხარაგაულელი პირველკლასელი ხარაგაულის მერისგან, კობა ლურსმანაშვილისგან საჩუქრად წიგნ -რვეულს, “პირველკლასელთა აკადემია“ მიიღებს.

კობა ლურსმანაშვილმა წიგნები ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, მარინა ვეფხვაძესთან ერთად, ხიდრის საჯარო სკოლის შერწყმული კორპუსის მომავალ პირველკლასელებს უშუალოდ გადასცა და მათ სამომავლო წარმატებები უსურვა.

“დარწმუნებული ვარ, მთელი ზაფხულის განმავლობაში სკოლისთვის მხიარულად მოემზადებით. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ პრიორიტეტად პირველკლასელების აღზრდა- განათლება ვაღიაროთ, სწორედ ამიტომ ხარაგაულის მერიის სახელით შევიძინეთ და გადმოგცემთ ამ წიგნებს, რომ გაგახაროთ, მერე კი თქვენი კარგად სწავლით ყველამ ერთად გავიხაროთ. ვფიქრობ, ხარაგაულელი პირველკლასელები ყველაზე მოაზროვნე პირველკლასელები იქნებიან,”-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

წიგნები საგანმანათლებლო პროექტის ,,ეტალონის“ ფარგლებში მომზადდა. წიგნ-რვეულს საჩუქრად 2021 წლის ოქტომბრის და ნოემბრის IZRUNE.GE -ს ორთვიანი (1+1) VIP აბონიმენტიც მოჰყვება.

“ამ პატარებისთვის, რომლებიც საოცარი ინტერესით ელიან სწავლის დაწყებას, ეს იქნება დაუვიწყარი დღე. პირველად შეაბიჯეს თავიანთი სკოლის გამორჩეულ შენობაში, დახვდათ უთბილესი გარემო, მოსიყვარულე მასწავლებლები, საჩუქრები მერიისგან. მადლობა მუნიციპალიტეტის მერს ბავშვებისთვის გამოჩენილი ყურადღებისთვის. ვიცი, რომ ყოველგვარ საკითხში გვერდით დაუდგება სკოლებს,”-განაცხადა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის შერწყმულ კორპუსში სექტემბერში სკოლის კარებს 8 პირველკლასელი შეაღებს.


ნანახია: 462-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტ-ჩემპიონატ 'ეტალონის' ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.

ამინდი